ნატალური ასტროლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასტროლოგია
Astrologyproject.svg
ისტორია
ასტროლოგიის ისტორია
ასტრონომიის ისტორია
ასტროლოგია და ასტრონომია
ტრადიციები
არაბული/სპარსული ასტროლოგია
ბაბილონური ასტროლოგია
ჩინური ასტროლოგია
ელინისტური ასტროლოგია
ინდური ასტროლოგია
დასავლური ასტროლოგია
კიდევ...
ჰოროსკოპული ასტროლოგიის
განშტოებები
ნატალური ასტროლოგია
არჩევითი ასტროლოგია
საათობრივი ასტროლოგია
პოლიტიკური ასტროლოგია
კიდევ...
კატეგორიები
ასტროლოგები
ასტროლოგია ტრადიციის მიხედვით
ასტროლოგია ტიპის მიხედვით
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ნატალური ასტროლოგია (ლათ. natio „დაბადება“), გენეტლიალოგია (ბერძნ. genethlialogia - "ჰოროსკოპების შედგენა, ბედის წინასწარმეტყველება), გენეტლიალური ასტროლოგია, გენიტურალური ასტროლოგია (ლათ. genitura - "მნათობების განლაგება დაბადებისას"), დაბადების ასტროლოგია - ასტროლოგიის სფეროა, რომელიც დაბადების მონაცემების (თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა) და ნატალური რუკის შედგენის საფუძველზე, შეისწავლის ადამიანების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მიდრეკილებებს, ინტერესებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს და ა.შ. ნატალურ ასტროლოგიას შეიძლება შევხვდეთ ინდურ, ჩინურ და დასავლურ ასტროლოგიურ ტრადიციებში.

ჰოროსკოპულ ასტროლოგიაში პიროვნების ხასიათი განისაზღვრება კონკრეტული პიროვნებისთვის ჰოროსკოპის, ან დაბადების რუკის შედგენის მიხედვით, რომელიც მოიცავს მზის, მთვარის, პლანეტების, ასცენდენტების, შუასკნელის და მათ შორის კუთხეების ან ასპექტების განლაგებას.

ნატალური ასტროლოგიის მთავარი თავისებურება, პრინციპში, ასტროლოგიური ფაქტორების გამოვლინებათა სტატიკურ შესწავლას ითვალისწინებს (დაბადების წამი, საერთოდ, დაბადებულის თავისებურებებს გულისხმობს), ხოლო პოტენციის რეალიზების საკითხს, რომელსაც ნატალური რუკა მოიცავს, ასტროლოგიის სხვა სფეროები შეისწავლის (დროში განვითარებას სწავლობს პროგნოზული მეთოდები, სივრცობრივ ცვლილებებს შეისწავლის ასტროლოკალურობის მეთოდიკები; გარემოში ციკლური ცვლილებების შესწავლა მუნდანური ასტროლოგიის საგანია).

ზოგჯერ ტერმინი "ნატალური ასტროლოგია" ადამიანისგან განსხვავებული სხვა ობიექტების დაბადების რუკათა აგებასა და შესწავლაზე ვრცელდება (ცხოველთა, შენობების, ორგანიზაციის და ა.შ.).