ჰიპონასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიპონასტიაფოთლის, გვირგვინის ფურცლის, ჯამის ფოთლის და მცენარის სხვა ორგანოს ქვედა მხარის უფრო სწრაფი ზრდა ზედა მხარესთან შედარებით, რის შედეგადაც ორგანო იღუნება ზევით. ჰიპონასტია შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანოს ასაკით (მაგ., ყვავილის ნორჩი კოკრები დახურული რჩება ჰიპონასტიის წყალობით, რომელიც უფრო გვიან ეპინასტიით იცვლება და ყვავილი იშლება), აგრეთვე გარემოს პირობების ცვლითაც (მაგ., მოღრუბლულ, ნესტიან და ცივ ამინდში ზოგჯერ მიმდინარეობს ყვავილსაფრის ჰიპონასტია და ყვავილი იხურება).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]