ჰაფიზ იბრაჰიმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაფიზ იბრაჰიმი

ჰაფიზ იბრაჰიმი (სრული სახელი მუჰამედ ჰაფიზ ბინ იბრაჰიმ ფაჰმი) (დ. 1872, დაირუტი — გ. 31 ივლისი, 1932, კაირო), არაბი (ეგვიპტელი) მწერალი და ჟურნალისტი. ცნობილია „ნილოსის პოეტის სახელით“.

დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი კაიროში (1891); მონაწილეობდა ინგლისის სახედრო ესპედიციაში სუდანში. ინგლისის წინააღმდეგ ეგვიპტის ოფიცერთა ამბოხებაში მონაწილეობისათვის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს (1900). განიცდიდა მუჰამად აბდოს მსოფლმხედველობის გავლენას. მომხრე იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურის მიღწევათა სინთეზისა. 1901 გამოაქვეყნა ლექსების პირველი დივანი. მისი ლექსები დაწერილია ნეოკლასიკური სტილით, ასახავს პოეტის პატრიოტულ სულისკვეთებას, მოუწოდებს უცხოურ კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. ეგვიპტის ცხოვრების აქტულურ პრობლემებს ეხება კლასიკური მაკამის ფორმით დაწერილი პროზაული ნაწარმოები „ღამეები სატიჰასთან“ (1906).

ლიტერატურა[რედაქტირება]