ჰასან ჰასანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან ჰასანოვი
ჰასან ჰასანოვი
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 თებერვალი, 1991 – 4 აპრილი, 1992
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეფირუზ მუსტაფაევი

დაბადებული20 ოქტომბერი, 1940 (1940-10-20) (83 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ

ჰასან ჰასანოვი (აზერ. Həsən Əziz oğlu Həsənov, ჰასან აზიზ ოღლი (ძე) ჰასანოვი; დ. 20 ოქტომბერი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1963 წლიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასან ჰასანოვი დაიბადა 1940 წლის 20 ოქტომბერს თბილისში, მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისის № 43 საშუალო სკოლაში.[2] 1962 წელს, აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კომკავშირის ხაზით ბაქოში. 1967-1969 წლებში იყო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1969-1971 წლებში იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი. 1981 წელს ჰასანოვმა დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. იმავე წელს გახდა აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1990 წელს — აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

არის ავტორი წიგნისა „ნარიმან ნარიმანოვის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეხედულებები და მოღვაწეობა“ და პიესის „წერილები ბრიუსელიდან“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ГАСАНОВ Гасан- БД "Лабиринт"