როი ჰაროდი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაროდი, როი ფორბზ)
როი ფორბზ ჰაროდი ჰეროდი (დ. 13 თებერვალი, 1900, ლონდონი — გ. 8 მარტი, 1978, ჰოლტი) — ინგლისელი ეკონომისტი, ჯონ კეინზის მოწაფე და მიმდევარი.
დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1922). აქვე კითხულობდა ეკონომიკის კურსს (1929–1937 და 1946–1967). 1942–1945 წლებში იყო საადმირალოს მრჩეველი სტატიკურ საკითხებში, 1947–1950 — გაეროს ქვეკომისიის წევრი დასაქმებისა და განვითარების სტაბილურობის საკითხებში, 1952–1953 — საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკის მრჩეველი. ჰაროდის ძირითადი შრომები ეხება ეკონომიკის ზრდის, ფულის თეორიის, კაპიტალიზმის სავალუტო სისტემისა და სხვა პრობლემებს. ჰაროდი უგულებელყოფდა კაპიტალისტურ კვლავწარმოების რეალურ პროცესს და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 604.