კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი
ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჰარდენბერგი, კარლ ავგუსტ ფონ)
კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი (გერმ. Karl August von Hardenberg) (დ. 31 მაისი, 1750, ესენროდე ― გ. 26 ნოემბერი, 1822, გენუა), თავადი, პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე. 1804—1806 დამდეგამდე და 1807 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1810—1822 სახელმწიფო კანცლერი. 1811 ჰარდენბერგის მთავრობამ გააუქმა ამქარი, შემოიღო თავისუფალი სამრეწველო საქმიანობა. გლეხებს მისცა ფეოდალური ვალდებულებათა გამოსყიდვის უფლება; 1812 დეკრეტით დამტკიცდა ებრაელთა თანასწორუფლებიანობა. ვენის კონგრესისა (1814—1815) და საღვთო კავშირის დაარსების შემდეგ ჰარდენბერგის მთავრობა პრუსიის იუნკრობის კონსერვატიულ წრეებთან და საერთაშორისო მონარქიულ რეაქციასთან თანამშრომლობის პოლიტიკას ატარებდა.

