კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰარდენბერგი, კარლ ავგუსტ ფონ

კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი (გერმ. Karl August von Hardenberg) (დ. 31 მაისი, 1750, ესენროდე ― გ. 26 ნოემბერი, 1822, გენუა) — თავადი, პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე. 1804—1806 დამდეგამდე და 1807 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1810—1822 სახელმწიფო კანცლერი. 1811 ჰარდენბერგის მთავრობამ გააუქმა ამქარი, შემოიღო თავისუფალი სამრეწველო საქმიანობა. გლეხებს მისცა ფეოდალური ვალდებულებათა გამოსყიდვის უფლება; 1812 დეკრეტით დამტკიცდა ებრაელთა თანასწორუფლებიანობა. ვენის კონგრესისა (1814—1815) და საღვთო კავშირის დაარსების შემდეგ ჰარდენბერგის მთავრობა პრუსიის იუნკრობის კონსერვატიულ წრეებთან და საერთაშორისო მონარქიულ რეაქციასთან თანამშრომლობის პოლიტიკას ატარებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]