ჰანს პელციგი
| ჰანს პელციგი | |
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| მშობ. სახელი | |
| ეროვნება | გერმანელი |
| დაიბადა | 30 აპრილი, 1869 ბერლინი |
| გარდაიცვალა | 14 ივნისი, 1936 ბერლინი |
| ნაშრომები | |
| მნიშვნელოვანი შენობები | |
ჰანს პელციგი (გერმ. Hans Poelzig; დ. 30 აპრილი, 1869, ბერლინი – გ. 14 ივნისი, 1936, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი. სწავლობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (1888-93), ასწავლიდა ბრესლაუს სამხატვრო აკადემიაში (ახლანდელი ვროცლავი, პოლონეთი; 1900-16, 1903 წლიდან დირექტორი), დრეზდენის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (1916-20), ბერლინის სამხატვრო აკადემიასა (1920 წლიდან) და უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (1925 წლიდან). 1910-იანე წლების ნამუშევართაგან აღსანიშნავია ბერლინის დიდი თეატრის სტალაქტიტებიანი გადახურვა, მრავალსაფეხურიანი ჭერი ბერლინის კინოთეატრ „კაპიტოლიუმში“ 20-იანი წლების დასასრულს იგი გატაცებული იყო ფორმათა მონუმენტალიზაციით („ი. ჰ. ფარბენინდუსტრის“ ფირმის შენობა მაინის ფრანკფურტში, 1928-30). 1933 წლის შემდეგ პელციგს ნაცისტებმა აუკრძალეს მუშაობა და პედაგოგიური მოღვაწეობა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 16, თბ., 1984 წელი.