ჰამბურგის მეტროპოლიტენი
| ჰამბურგის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | |
| გახსნის თარიღი | 1912 წ.-ის თებერვალი |
| ხაზის სიგრძე | 100 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 89 |
| ხაზთა რაოდენობა | 3 |
| მგზავრები დღეში | |
| მგზავრები წელიწადში | 181,1 მლნ. [1]. |
| ხაზების სქემა | |
ჰამბურგის მეტროპოლიტენი (გერმ. Hamburger U-Bahn) — გერმანიის ქალაქ ჰამბურგში არსებული მიწისქვეშა ტრანსპორტის სახეობა, რომელიც ბერლინის მეტროპოლიტენის მსგავსად გვირაბებსა და ესტაკადებზე გადის. ჰამბურგის მეტრო 1912 წელს გაიხსნა; სამივე ხაზის საერთო სიგრძე 100 კმ-ია. 2004 წელს 181,1 მლნ მგზავრი იქნა გადაყვანილი. ჰამბურგის მეტროპოლიტენი იმით გამოირჩევა, რომ ხაზების დიდი ნაწილი მიწაზე და ესტაკადებზე გადის და, ძირითადად, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს ემსახურება.
ქსელი სტანდარტულ ევროპულ ლიანდაგს იყენებს, რომელსაც 750 ვოლტის ძაბვის დენი მესამე რელსიდან მიეწოდება.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ხაზების ქსელი ქალაქის ცენტრში იწყება და ჩრდილოეთის მიმართულებით გრძელდება. სამივე ხაზზე 89 სადგურია განლაგებული. ყველაზე გრძელი ხაზი U1-ია, რომლის სიგრძე 55,8 კმ-ია. ყველაზე მოკლე ხაზი U2-ია სიგრძით 22 კმ. მატარებლები 5-დან 10 წუთამდე ინტერვალებით დადიან, პიკის საათში ინტერვალი დაახლოებით 2½ წუთია. ადრე დილით და გვიან საღამოს, ასევე ხაზების ზოგიერთ შიდა მონაკვეთებზე, მატარებლები 20 წუთში ერთხელ მოძრაობენ.
ხაზები [რედაქტირება]
დღეისათვის ქსელი შედგება U1, U2 და U3 ხაზებისგან, ამასთან, U1 ორ განსხვავებულ განშტოებას ემსახურება. ხაზი U4 2011 წელს უნდა ამოქმედდეს და Hafencity უნდა დააკავშიროს Jungfernstieg-თან.
| ხაზი | მონაკვეთი | ექსპლუატაციაში შეყვანა | სადგურები |
|---|---|---|---|
| U1 | Norderstedt Mitte ↔ Ohlstedt / Großhansdorf | 1914-დან 1996-მდე | 41 / 44 |
| U2 | Niendorf Nord ↔ Mümmelmannsberg | 1912-დან 1991-მდე | 24 |
| U3 | Barmbek ↔ Wandsbek-Gartenstadt | 1912-დან 1990-მდე | 27 |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Hochbahn — ჰამბურგის მეტროპოლიტენის ოპერატორი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 2004 წ.-ის მონაცემებით
სტატიის