ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი
مطار حمد الدولي
Hamad International Airport
IATA-ს კოდი: HIAICAO-ს კოდი: OTHH[1]
HIA/OTHH — კატარი
HIA/OTHH
HIA/OTHH
აეროპორტის მდებარეობა კატარში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
ოპერატორი კატარის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო
ადგილმდებარეობა დოჰა, კატარი
ჰაბი Qatar Airways
სიმაღლე ზდ 4
კოორდინატები 25°16′23″ ჩ. გ. 51°36′29″ ა. გ. / 25.27306° ჩ. გ. 51.60806° ა. გ. / 25.27306; 51.60806
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
16R/34L (დ) 4250 ასფალტი
16L/34R (ა) [2] 4850 ასფალტი

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი (არაბ. مطار حمد الدولي) — საერთაშორისო აეროპორტი კატარის დედაქალაქ დოჰაში.[3] ადრე ცნობილი როგორც დოჰის ახალი საერთაშორისო აეროპორტი (დასა), თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს 2009 წელს ძველი დოჰის საერთაშორისო აეროპორტი უნდა შეეცვალა, მაგრამ მშენებლობის დასრულების ვადის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ, 2014 წლის 30 აპრილს აეროპორტი საბოლოოდ გაიხსნა Qatar Airways-ის რეისის დაფრენით დოჰის საერთაშორისო აეროპორტიდან. ეროვნული ავიაგადამზიდი Qatar Airways ახალ აეროპორტში 2014 წლის 27 მაისიდან გადავა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტის გეგმა 2003 წელს შემუშავდა, ხოლო მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. ახალი აეროპორტი ამჟამინდელი აეროპორტიდან 5 კილომეტრით აღმოსავლეთით აშენდა. ის განთავსებულია 3600 ჰექტარ ტერიტორიაზე.

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის აშენების მთავარი მიზეზი გაზრდილი ტრაფიკი იყო რომელსაც არსებული აეროპორტი ვეღარ უმკლავდებოდა. ახალ აეროპორტს გახსნისას წელიწადში 29 მილიონი მგზავრის მომსახურების საშუალება ექნება, რაც ამჟამინდელზე სამჯერ მეტია. დასრულების შემდეგ წელიწადში 50 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს, ზოგიერთის გათვლით კი აეროპორტს წელიწადში 93 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება, რაც მას დუბაის შემდეგ მეორე უდიდეს აეროპორტად აქცევს რეგიონში.[4] გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ აეროპორტი 320 000 თვითმფრინავსა და 2 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება. სარეგისტრაციო და სავაჭრო ზონები დღეს არსებულზე 12-ჯერ დიდი იქნება. აეროპორტი ქალაქ დოჰის ფართობის 2/3 ზომის იქნება.[5]

აეროპორტს გააჩნია ოაზისის თემატიკა. ბევრ ნაგებობას გააჩნია წყლის მოტივები, ტალღისებური სახურავითა და უდაბნოს მცენარეულობით.[6]

გახსნის გადავადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატვირთო ოპერაციები 2013 წლის 1 დეკემბერს დაიწყო Qatar Airways Cargo-ს საინაუგურაციო რეისით ევროპიდან.[7] ჰამადის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მომსახურება 2014 წლის იანვარში, მსუბუქი გახსნის შემდეგ დაიწყო.[8] 2013 წლის 2 აპრილის ორიგინალური მსუბუქი გაშვება გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არადამაკმაყოფილებელი პასუხები იყო რასაც შემდგომი დამუშავება სჭირდებოდა 9 თვის განმავლობაში.[9] აეროპორტის გახსნის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ პირველი ორი ფაზისა და მესამე ფაზის ნაწილის გახსნა 2014 წელს არის დაგეგმილი.[10] მესამე საბოლოო ფაზა დაგეგმილია 2015 წელს. აეროპორტი გაშენებულია 36 კმ²-ზე, რომლის ნახევარიც ხელოვნურად შექმნილ მიწაზეა.[11]

გახსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი თავის პირველ მგზავრებს შეხვდა, Qatar Airways-ის კუთვნილი Airbus A320 ბოტზე 130 მაღალი დონის სტუმრით ადგილობრივი დროით 11:30-ზე დაეშვა ახალ აეროპორტში. რეისს ჟურნალისტები და ძირითადი მედიასაშუალებების წარმომადგენლები დახვდნენ. გაიმართა აეროპორტის გახსნის მოკრძალებული ცერემონია.

აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინალი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დარბაზი A — აქვს 10 სამგზავრო გასასვლელი რეაქტიული ხიდებით და მდებარეობს სარეგისტრაციო ზონისა და მთავარი ტერმინალის დასავლეთით. ორი გასასვლელი გათვლილია Airbus A380-ის მისაღებად.
  • დარბაზი B — აქვს 10 სამგზავრო გასასვლელი რეაქტიული ხიდებით და მდებარეობს სარეგისტრაციო ზონის აღმოსავლეთით. ის გაიხსნა 2014 წლის 30 აპრილს დოჰის საერთაშორისო აეროპორტიდან გადმოსული 10 ავიაკომპანიისათვის. ორი გასასვლელი გათვლილია Airbus A380-ის მისაღებად. აქ არის პატარა ყავის მაღაზია B დარბაზის ბოლოში, მოსაწევი ოთახები, საოჯახო ზონები და ექსპრეს უბაჟო მაღაზიები. აეროპორტის მთავარი უბაჟო ვაჭრობის ზონა 27 მაისს გაიხსნება.[12]
  • დარბაზი C აქვს 13 სამგზავრო გასასვლელი რეაქტიული ხიდებით, ორი გასასვლელი გათვლილია Airbus A380-ის მისაღებად.

ტერმინალი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კატარი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ტერმინალის აშენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მგზავრთა რაოდენობა პროგნოზირებულ ციფრს გადააჭარბებს.

ბილიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტში ორი პარალელური ბილიკია, რომლების ერთმანეთისაგან 2 კილომეტრითა დაშორებული და გათვლილია ერთდროულ აფრენასა და დაფრენაზე. პირველი არის 4850 მ x 60 მ და ის ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკია დასავლეთ აზიაში, ხოლო ერთ-ერთი უგრძესი ბილიკი მსოფლიოში. მეორე ბილიკი არის 4250 მ x 60 მ.[13]

ავიაკომპანიები და მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამგზავრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მომსახურება 2014 წლის 30 აპრილიდან დაიწყო ათი მსხვილი ავიაკომპანიის საშუალებით.[14] დანარჩენი ავიაგადამზიდავები აეროპორტის გამოყენებას 2014 წლის 28 მაისიდან დაიწყებენ.[15]

იხილეთ აგრეთვე დოჰის საერთაშორისო აეროპორტი

ავიაკომპანიები დანიშნულებები დარბაზი
Air Arabia Sharjah B
Air India Express Kochi, Kozhikode, Mangalore, მუმბაი A
Biman Bangladesh Airlines Dhaka, Chittagong, Sylhet B
British Airways ბაჰრეინი, ლონდონი-ჰითროუ B
Cathay Pacific ჰონგ-კონგი B
EgyptAir კაირო B
Emirates დუბაი-საერთაშორისო B
Etihad Airways აბუ-დაბი B
flydubai დუბაი-საერთაშორისო B
Gulf Air ბაჰრეინი B
Iran Air შირაზი B
Iran Aseman Airlines Bandar Abbas, Lamerd, თეირანი-იმამ ხომეინი (ყველას დაიწყებს 2014 წლის 28 მაისიდან) B
Jet Airways დელი, Kochi, მუმბაი B
KLM ამსტერდამი, მასკატი B
Kuwait Airways ქუვეითი B
Lufthansa ფრანკფურტი B
Middle East Airlines ბეირუთი B
Nepal Airlines Kathmandu B
Oman Air მასკატი B
Pakistan International Airlines ისლამაბადი, Karachi, Lahore, Peshawar B
Pegasus Airlines სტამბოლი-საბიჰა გიოქჩენი B
Qatar Airways აბუ-დაბი, Addis Ababa, Ahmedabad, Alexandria-Borg el Arab, Algiers, Amman-Queen Alia, Amritsar, Ankara, ათენი, ბაღდადი, ბაჰრეინი, ბაქო, Bangalore, Bangkok-Suvarnabhumi, Barcelona, ბასრა, Beijing-Capital, ბეირუთი, ბელგრადი, Berlin-Tegel, ბრიუსელი, Bucharest, ბუდაპეშტი, Buenos Aires-Ezeiza, Buraydah, კაირო, კეიპტაუნი, კასაბლანკა, Chengdu, Chennai, Chicago-O'Hare, Chongqing, კლარკი, კოლომბო, კოპენჰაგენი, Dallas/Fort Worth,[16] დამამი, Dar es Salaam, დელი, Denpasar, Dhaka, Djibouti (დაიწყებს 2014 წლის 27 ივლისიდან),[17] დუბაი-საერთაშორისო, Dubai-Maktoum, ედინბურგი,[18] Entebbe, Erbil, ფრანკფურტი, ჟენევა, Goa, Guangzhou, Hangzhou,[19] Hanoi, Ho Chi Minh City, ჰონგ-კონგი, Hofuf, ჰიუსტონი-საკონტინენტთაშორისო, ჰაიდარაბადი, ისლამაბადი, სტამბოლი-ათათურქი, სტამბოლი-საბიჰა გიოქჩენი,[20] Jakarta-Soekarno-Hatta, ჯიდა, Johannesburg-OR Tambo, Karachi, Kathmandu, ხართუმი, კიგალი, კილიმანჯარო, Kochi, Kolkata, Kozhikode, კუალა-ლუმპური, ქუვეითი, Lagos, Lahore, ლარნაკა, ლონდონი-ჰითროუ, ლუქსორი, მედინა, Madrid, მალე, მანჩესტერი, Manila, მაპუტუ, Mashhad, მელბურნი, მაიამი,[21] Milan-Malpensa, Mombasa, Montréal-Trudeau, მოსკოვი-დომოდედოვო, მუმბაი, მიუნხენი, მასკატი, Nairobi-Jomo Kenyatta, Najaf, ნიუ-იორკი-ჯფკ, Osaka-Kansai, Oslo-Gardermoen, პარიზი-შარლ დე გოლი, პერთი, Peshawar, ფილადელფია, პნომპენი, ფხუკეტი, ერ-რიადი, Rome-Fiumicino, Salalah, სანა, São Paulo-Guarulhos, Seoul-Incheon, Shanghai-Pudong, Sharjah,[22] შირაზი, Singapore, სოფია , Stockholm-Arlanda, Sulaymaniah, Ta'if,[23] თბილისი, თეირანი-იმამ ხომეინი, Thiruvanathapuram, ტოკიო-ჰანედა,[24] Tokyo-Narita, Tunis, ვენეცია-მარკო პოლო, ვენა, ვარშავა-შოპენი, ვაშინგტონი-დალესი, იანგონი, ზაგრები, ციურიხი A, B, C
Royal Jordanian Airlines Amman-Queen Alia B
Saudia ჯიდა, ერ-რიადი B
Sri Lankan Airlines კოლომბო B
Syrian Air დამასკი B
Turkish Airlines სტამბოლი-ათათურქი B
United Airlines დუბაი-საერთაშორისო (შეწყვეტს 2014 წლის 30 აგვისტოდან),[25] ვაშინგტონი-დალესი (შეწყვეტს 2014 წლის 30 აგვისტოდან)[25] B
United Airways დაკა B
Yemenia ქუვეითი, სანა B

სატვირთო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავიაკომპანიები დანიშნულებები 
Cargolux[26] ჰონგ-კონგი, ლუქსემბურგი
Etihad Cargo[27] აბუ-დაბი, Sharjah
Falcon Express Cargo Airlines[28] დუბაი-საერთაშორისო
Lufthansa Cargo[29] ფრანკფურტი, Sharjah
Martinair Cargo ამსტერდამი, Dubai-Al Maktoum[30]
Qatar Airways Cargo ამსტერდამი, Atlanta, ბაჰრეინი, Bangalore, Beirut, კოლომბო, ბუდაპეშტი, Chennai, Chicago-O'Hare, Dammam, Dhaka, დუბაი-საერთაშორისო, Entebbe, Erbil, ფრანკფურტი, Hanoi, ჰონგ-კონგი, ჰიუსტონი-საკონტინენტთაშორისო, ჰაიდარაბადი,[31] სტამბოლი-ათათურქი, ჯიდა, Johannesburg-OR Tambo, Karachi, ხართუმი, Kolkata, ქუვეითი, Lahore, Liege, ლონდონი-სტანსტედი,[31] ლუქსემბურგი, Madrid, მეხიკო, Milan-Malpensa, მუმბაი, მასკატი, Nairobi-Jomo Kenyatta, Oslo, Paris, Sana'a, Seoul-Incheon, Sialkot, თბილისი, თეირანი-იმამ ხომეინი[32] ზაგრები, სარაგოსა[31]
Saudia Cargo[33] ამსტერდამი, ფრანკფურტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ICAO-ს კოდი
  2. East Runway Sign
  3. Overview of NDIA on airliners.net
  4. albawaba.com middle east news information::$3.63 trillion earmarked for Middle East hotels and supporting tourism infrastructure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 2020-12-30.
  5. Airport Technology - New Doha International Airport, Qatar
  6. „Is the Hamad International ever going to open?“. Qatar Chronicle. July 6, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 12, 2013. ციტირების თარიღი: July 16, 2013.
  7. Qatar Airways Cargo inaugurates freight operations at New Doha Airport
  8. Doha's hamad airport to open in January 2014
  9. new Doha Airport launch put off
  10. http://gulfnews.com/business/aviation/new-17-5b-doha-airport-to-open-on-12-12-12-1.1016632
  11. Gulfnews: Qatar targets 24m annual passengers in new airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-23. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-29. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  13. http://www.caa.gov.bh/ais/eAipjan2013/2012-10-18-AIRAC/pdf/OB-eSUP-2012-09-en-BH.pdf[მკვდარი ბმული]
  14. New April 30 soft launch date set for Hamad International Airport
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-29. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  16. „Qatar Airways Announces Non-Stop Service to Dallas/Forth Worth“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. December 4, 2013. ციტირების თარიღი: December 4, 2013.
  17. http://www.qatarairways.com/english_india/press-release.page?pr_id=pressrelease_230314_djibouti_launch
  18. „Qatar Airways Announces New Route to Edinburgh“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 20 November 2013. ციტირების თარიღი: 20 November 2013.
  19. „Qatar Airways Continues China Expansion With Flights to Hangzhou“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 5 November 2013. ციტირების თარიღი: 6 November 2013.
  20. „QATAR AIRWAYS TO COMMENCE FOUR WEEKLY SERVICES TO ISTANBUL’S SABIHA GOKCEN AIRPORT“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 3 December 2013. ციტირების თარიღი: 4 December 2013.
  21. Qatar Airways: Miami will be next U.S. destination. USA Today (21 October 2013). ციტირების თარიღი: 21 October 2013.
  22. http://www.qatarairways.com/english_qatar/press-release.page?pr_id=pressrelease_131027-dwc-sharja-announcement
  23. http://www.arabianbusiness.com/qatar-air-launch-sixth-saudi-route-in-october-515191.html
  24. „Tokyo's Haneda Airport named Qatar Airways third destination in Japan“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 6 March 2014. ციტირების თარიღი: 6 March 2014.
  25. 25.0 25.1 United Airlines will end service to Qatar in August. USA Today (May 30, 2014). ციტირების თარიღი: May 30, 2014.
  26. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-29. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  27. http://www.tradearabia.com/news/STN_222451.html[მკვდარი ბმული]
  28. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-17. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  29. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  30. MP Cargo winter 2012 timetable. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-27. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  31. 31.0 31.1 31.2 http://www.thehindubusinessline.com/news/qatar-airways-cargo-plans-freight-services-to-hyderabad-stansted/article5746728.ece
  32. Qatar Airways cargo routemap
  33. New Saudia Europe-Doha freighter service. Freightweek.org. ციტირების თარიღი: 2014-05-26.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]