საერთაშორისო აეროპორტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო აეროპორტი — აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით. თანამედროვე აეროპორტი ტექნიკური თავალსაზრისით წარმოადგენს საინჟინრო-ტექნიკური მოწყობილობების რთულ კომპლექსს, რომელიც შეიცავს აეროდრომს, სამგზავრო ტერმინალს, რომელიც განკუთვნილია გაფრენამდე და გაფრენის შემდეგი მომსახურებისათვის, სატვირთო ტერმინალი, სამოსამსახურეო ტექნიკური ტერიტორია, აეროდრომის წინა ტერიტორია და სხვა. იურიდიული თვალსაზრისით „აეროპორტი“ განისაზღვრება, როგორც ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს მგზავრების, ხელბარგის, ტვირთების მიღებას და გაგზავნას და საჰაერო ხომალდების მომსახურებას. სხვა სახელმწიფოების კანონმდებლობაში „აეროპორტის“ განსაზღვრება არ არის მოცემული, თუმცა მასში თვით ეს ტერმინი ზოგჯერ გამოყენებულია. აეროპორტში საერთაშორისო რეისების მგზავრებთან დაკავშირებით ეროვნული წესები ითვალისწინებს საბაჟო – ადმინისტრაციული ფორმალობის დაცვას, რომელსაც წარმოადგენს საბაჟო შემოწმება; სანიტარული – საკარანტინო კონტროლი, საპასპორტო კონტროლი; სპეციალური კონტროლი. საბაჟო კონტროლი შედგება საბაჟო დეკლარაციის შევსებისაგან და საკუთარი ტვირთის წარმოდგენისაგან საბაჟო დეკლარაციაში და პასპორტის შემოწმება საბაჟო ინსპექტორის მიერ. სანიტარული-საკარანტინო კონტროლი შედგება პირად შემოწმებისაგან, ჩამოფრენილი და გასაფრენი მგზავრების შემოწმებას (სამედიცინო სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ტრანზიტის შეტანისათვის). აცრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე მგზავრი შეიძლება არ დაიშვას გაფრენისთვის. საპასპორტო კონტროლი გულისხმობს, ჩამოსასვლელი და წამსვლელი ვიზების სინამდვილესთან შემოწმებას და ასევე ტრანზიტული ვიზის არსებობას განსაკუთრებულ შემთხვევაში. სპეციალური კონტროლი გულისხმობს იმას, რომ მგზავრები გადიან ფრენის უსაფრთხოებისათვის შემოწმებას, რომელიც შედგება მგზავრის ნივთების შემოწმებით, არის თუ არა ფრენისათვის დაშვებული ნივთები საჰაერო ტრანსპორტში. მასში ნაგულისხმევია ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, საბრძოლო და არაფეთქებადი ხელსაწყოები, საწამლავი, შხამიანი, ფეთქებად საშიში და ა.შ. (იხილეთ დავით გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, თბ.2009, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 173-187)