ჰაკამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მებრძოლი ჰაკამაში

ჰაკამა (იაპონ. ) - ტრადიციული იაპონური ტანსაცმელი. თავდაპირველად ჰაკამის ტარების უფლება ჰქონდა მარტო მამაკაცებს, თუმცა დღეისათვის მას ატარებენ როგორც კაცები, ასევე ქალები. ჰაკამა ასევე ხშირად გამოიყენება საბრძოლო ხელოვნებებში. არსებობს ჰაკამის 2 ტიპი - იმანორი და ანდონ ბაკამა. ჰაკამა არის ტანთან მიმაგრებული 4 ქამრის მეშვეობით (ქამრებს ჰქვია ჰიმო). წინა გრძელი ორი ქამარი მიმაგრებულია ჰაკამის წინა ნაწილზე, ხოლო 2 მოკლე ამაგრებს ჰაკამის უკანა ნაწილს.

ჰაკამას მნიშვნელობა აიკიდოში[რედაქტირება]

ო-სენსეი მორიჰაი უეშიბას ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე მიცუგი საოტომე (VIII დანი) იხსენებს, რომ ვარჯიშებზე, ტატამზე ასვლის პირველი დღეებიდან მოსწავლეებს უნდა ეტარებინათ ჰაკამა. მაშინ არ იყო რაიმე შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა ჰაკამის სახეობასა თუ ფერს. უეშიბას მოსწავლე იხსენებს იმ დღეს, როდესაც მას ჰაკამა სახლში დარჩა. მან დააპირა ტატამზე ასვლა სავარჯიშო "დოგის" ამარა. ო-სენსეიმ ის შეაჩერა და გაკიცხა ჰაკამის არქონის გამო: "რატომ აძლევ შენს თავს უფლებას ქვედა საცვლების ამარა მიიღო ინსტრუქციები? ნუთუ შენ არ გაგაჩნია მორიდების გრძნობა?" ო-სენსეიმ აიძულა მოსწავლე ჩამომჯდარიყო და ვარჯიშებისთვის გვერდიდან ედევნებინა თვალყური. უესიბა აბობდა, რომ ჰაკამა არის ტრადიციული ტანსაცმელი მათთვის, ვინც სამურაის საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება. ჰაკამის შვიდი ნაკეცი არის "ბუდოს" შვიდი კომპონენტის სიმბოლო.

ესენია: ჯინ - გულუხვობა; გი - ღირსება, სამართლიანობა. რეი - ზრდილობა, ეტიკეტი; ჩი - ჭკუა, ინტელექტი; შინ - გულახდილობა; ჩუ - ერთგულება; კონ - პატივმოყვარეობა. წარსულში, საუკეთესო სამურაები ყველა ამ თვისებით იყვნენ დაჯილდოებულნი. ჰაკამა ჩვენ გვაკავშირებს ნამდვილი "ბუსიდოს" (სამურაის ღირსების კოდექსი) ბუნებასთან. არის ტრადიციების სიმბოლოები, რომლებიც თაობებიდან მომდინარეობს. აიკიდო "ბუსიდოს" იაპონური სულისაგან იშვა და ვარჯიშებზე მოსწავლე ვალდებულია პატივი სცეს შვიდი ტრადიციული კომპონენტის მნიშვნელობას.

დღესდღეობით აიკიდოს დოჯოთა უმრავლესობა არ იზიარებს ო-სენსეის მითითებებს, რომლებიც ჰაკამას ეხება. მისი მნიშვნელობა ჩამოქვეითებულია სულიერი სიმდიდრეებიდან "იუდანშა" ოსტატობის დონემდე. აიკიდოს შემსწავლელ უმეტეს სექციებში თქვენ იხილავთ ისეთ სიტუაციას, სადაც ჰაკამას მხოლოდ "იუდანშა"-ს დონის მოვარჯიშეები ატარებენ, რომლებიც კარგავენ თავიანთ თავმდაბლობას. მიცუგი საოტომეს აზრით ჰაკამა უნდა ატაროს აიკიდოში მოვარჯიშე ყველა ადამიანმა, მიუხედავად მათი მომზადების დონისა. მისი აზრით ის, ვინც ვარჯიშისას ატარებს ჰაკამას და ესმის მისი მნიშვნელობა და არსი, მას უადვილდება უკეთ შეიგრძნოს ო-სენსეის სული. თუ ჩვენ დავუკარგავთ ჰაკამას თავის მნიშვნელობას, ეს იქნება აიკიდოს სულის მთავარი კომპონენტის დაკარგვის ტოლფასი. სხვა მხრივ, თუ დავითვალისწინებთ ო-სენსეის მითითებებს, რომლებიც შეეხება სავარჯიშო ფორმას, გაგიადვილებთ მისი ოცნებების სულიერ აღქმას, რომელსაც უეშიბამ მთელი ცხოვრება დაუკავშირა.

დამატებითი რესურსები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: