ჯუნგარის ჭიშკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯუნგარის ჭიშკარი, ჯუნღარის ჭიშკარი (ჩინ. 阿拉山口) — გასასვლელი ჯუნგარის ალათაუს (დას.), ბირლიქთაუსა და მაილითაუს (აღმ.) ქედებს შორის. მიემართება ალაქოლის ტბის (ყაზახეთი) სამხრეთ ნაპირიდან ები-ნურის ტბისაკენ (დას. ჩინეთი). მინიმალური სიგანე 10 კმ. ჯუნგარის ჭიშკრის ჩრდილოეთ ნაწილში არის ტბა ჟალანაშქოლი. იცის ძლიერი გამჭოლი ქარები. ჯუნგარის ჭიშკარზე ძველად ცენტრალური აზიისა და ყაზახეთის მომთაბარე ხალხი გადად-გადმოდიოდა. ჭიშკარზე აბრეშუმის დიდი გზა გადიოდა. XII საუკუნის დასაწყისში ჩინგიზ-ყაენმა ჯუნგარის ჭიშკარი შუა აზიის დასაპყრობად გამოიყენა.

გაყვანილია რკინიგზა აქტოგაი-დრუჟბა.

ლიტერატურა[რედაქტირება]