ჯორჯ მური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ მური
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1852
დაბ. ადგილი მეიოს საგრაფო, ირლანდია
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 1933
გარდ. ადგილი ლონდონი
ეროვნება ირლანდიელი
პერიოდი 1878–1933
მიმდინარეობა რომანტიზმი

ჯორჯ მური (ინგლ. George Moore; დ. 24 თებერვალი, 1852, მეიოს საგრაფო, ირლანდია — გ. 21 იანვარი, 1933, ლონდონი) — ირლანდიელი მწერალი. მისი პირველი რომანებია: „თანამედროვე საყვარელი“ (1883), „მსახიობის ცოლი“ (1885) და ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ახალგაზრდა კაცის აღსარება“ (1888) აღბეჭდილია ნატურალიზმის გავლენით. მურს ეკუთვნის აგრეთვე ავტობიოგრაფიული ტრილოგია „მისალმება და დამშვიდობება“, რომანები: „მუსლინის დრამა“ (1886), „ესთერ უოტერზი“ (1894), „ევლინ ინისი“ (1898), „და ტერეზა“ (1901), „ტბა“ (1905), მოთხრობების კრებულები: „მოუხვნელი მინდორი“ (1903), დრამები: „გეიბრიელი“ (1920), „უკვდავყოფა“ (1928) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]