ჯონ კორბეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ კორბეტი

ჯონ ჯოსეფ კორბეტ, უმცრ. (ინგლ. John Joseph Corbett, Jr.; დ. 9 მაისი, 1961. უილინგი, დასავლეთი ვირჯინია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და ქანთრი-მომღერალი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პოპულარობა მას მოუტანა მის მიერ განსახიერებულმა კრის სტივენსის როლმა ტელესერიალში Northern Exposure, იგი აგრეთვე ცნობილია თავისი როლისთვის HBO-ს კომედიურ ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“, სადაც იგი კერი ბრედშოუს საყვარელს — აიდენს განასახიერებდა. ასევე ცნობილია მისი როლი ფილმში „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“, სადაც იგი ჯერ ნია ვარდალოსის მეგობარ ბიჭს, ხოლო შემდეგ — მის მეუღლეს თამაშობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]