ჯონ ბროდუს უოტსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ ბროდუს უოტსონი (დ. 9 იანვარი, 1878, გრინვილი, სამხრეთი კაროლინის შტატი, – 25 სექტემბერი, 1958, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ფსიქოლოგი, „ბიჰევიორიზმის“ ფუძემდებელი. ობიექტურ-ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენებით შეეცადა ფსიქოლოგია აეგო, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერება. მთელი ფსიქოლოგიური მოქმედება გაგებული ჰქონდა, როგორც „სტიმულ-რეაქციის“ კავშირთა ერთიანობა. უოტსონის ფსიქოლოგიური კონცეფცია შექმნილია ცხოველთა კვლევის საფუძველზე. მისმა იდეებმა და მეთოდებმა დიდი გავლენა მოახდინეს ფსიქოლოგიის შემდგომ განვითარებაზე, მაგრამ ამ კონცეფციის მექანისტური შეზღუდულობა კრიტიკის ობიექტად იქცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]