ჯონი მერსერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჯონი მერსერი (ინგლ. John Herndon "Johnny" Mercer; დ. 18 ნოემბერი, 1909, ჯორჯია, აშშ — გ. 25 ივნისი, 1976, ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, მაგრამ უფრო ცნობილი, როგორც ლირიკოსი. მან 1930-1950-იან წლებში ათას ხუთასზე მეტი სიმღერისთვის დაწრა ტექსტი[1], როგორც კინოფილმებისთვის, ისე წარმოდგენებისთვის ბროდვეიზე, რომელთა ნაწილი მსოფლიო ჰიტი გახდა. მერსერი ოთხჯერ გახდა ამერიკის კინოაკადემიის ლაურეატი ცხრამეტი ნომინაციიდან.[2] მერსერი არის Capitol Records-ის თანადამაარსებელი.[3]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Performing Songwriter Enterprises.
- ↑ THE NEW GEORGIA ENCYCLOPEDIA.
- ↑ Johnny Mercer (1909-1976). The New Georgia Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-20-ში. წაკითხვის თარიღი: 2006-12-09.
სტატიის