ჯონი აფაქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონი აფაქიძე
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1960
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ჯონი აფაქიძე (დ. 11 ივნისი, 1960) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2017 წლის 21 ივლისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონი აფაქიძე დაიბადა 1960 წლის 11 ივნისს. 1977 წელს დაამთავრა ზუგდიდის რაიონის საშუალო სკოლა, ხოლო 1983 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია 1989 წლიდან, დოცენტი - 1993, დოქტორი - 2002, პროფესორი 2004, ხოლო სრული პროფესორი - 2006 წლიდან.

იგი იყო გერმანიის სასწავლო - აკადემიური გაცვლების სამსახურის სტიპენდიატი (1993), გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიატი (1996), გერმანიის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ოთხგზის სტიპენდიატი (1998-1999, 2003, 2006, 2010). სამეცნიერო - პედაგოგიურ და კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა ბერლინის თავისუფალ და ტიუბინგენის უნივესიტეტებში, ასევე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში. ოთხი წლის მანძილზე მონაწილეობდა ტროას საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებში. არის საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის გენერალური მდივანი, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ - კორესპონდენტი, ევროპის არქეოლოგთა ასოციაციის წევრი. 2005 წელს თბილისში თორმეტი ქვეყნის ჰუმბოლდტელთა მონაწილეობით ჩაატარა სიმპოუზიუმი თემაზე: „სამხრეთ კავკასია ევროპული ინტეგრაციის გზაზე", ხოლო 2007 წელს - შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და გერმანიის ჰუმბოლდტელ - არქეოლოგებთან ერთად სიმპოზიუმი თემაზე: „შავი ზღვის აუზი ძვ.წ 5000-500 წწ. კომუნიკაცია კავკასიასა და კარპატებს შორის".

კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

  • 1) კავკასიის ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კულტურები;
  • 2) ქრონოლოგია არქეოლოგიაში;
  • 3) კოლხეთის არქეოლოგია;
  • 4) ტროას არქეოლოგია, ისტორია და კულტურა;

2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე ჯონი აფაქიძე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, 2009 წლის მაისიდან 2017 წლის 21 ივლისამდე იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, მათ შორის დიდი ნაწილი დაბეჭდილია საყოველთაოდ აღიარებულ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]