ჯესი ჯეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯესი ჯეი
Jessie J 2012.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯესიკა ელენ კორნიში
მეტსახელი Jessie J
დაბ. თარიღი 27 მარტი, 1988 (1988-03-27) (26 წლის)
დაბ. ადგილი ჩედუელ ჰითი, ლონდონი, ინგლისი, ბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა, თანამედროვე R&B, დენს-პოპი
საქმიანობა სიმღერების ავტორი, მომღერალი
აქტიური 2005–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Lava, Universal Republic, Island, Gut
საიტი ოფიციალური საიტი

ჯესიკა ელენ კორნიში (დ. 27 მარტი, 1988, ჩედუელ ჰითი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ჯესი ჯეი (Jessie J). მისი ავტორობის სიმღერებს ასრულებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალიშა კისი, კრისტინა აგილერა და სხვები. 2011 წლის ბრიტანული მუსიკის დაჯილდოებაზე მან მიიყო კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო. მისი მეორე სინგლი, „Price Tag“, 2011 წელს წარმატებული იყო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები და კარიერის დაწყება[რედაქტირება]

კარიერა შოუ-ბიზნესში ჯესიმ დაიწყო 1999 წელს, 11 წლის ასაკში, როდესაც დაიწყო გამოსვლა ვესტ ენდში, ენდრიუ ლოიდ უებერის მიუზიკლში „დაუსტვინე ქარის მიმართულებით“. 2 წლის მანძილზე მასში როლის შესრულების შემდეგ გადაწყვიტა მუსიკალური კარიერით უფრო სერიოზულად დაკავებულიყო და ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიათა სკოლაში მუსიკალური თეატრის ფაკულტეტი დაამთავრა. გარკვეული დროის მანძილზე იყო გოგონათა ჯგუფის Soul Deep წევრი.

კარიერა[რედაქტირება]

პირველი სიმღერა, „Big White Room“ ჯესიკამ 17 წლის ასაკში დაწერა. მისი შინაარსი უკავშირებოდა საავამყოფოს მოგონებებსა და ურთიერთობას ბიჭთან, რომელიც სხვა პალატაში იწვა. ჯესიმ იცოდა, რომ მან გულზე ოპერაცია გადაიტანა და ლოცულობდა, რათა გადარჩენილიყო, მაგრამ შემდეგ დღეს პაციენტი გარდაიცვალა. ჯესიკას თქმით, სიმღერის დაწერა მაშინვე სურდა, მაგრამ ამისათვის თავს პატარად თვლიდა. საგულისხმოა, რომ სიმღერის ვიდეო, ატვირთული YouTube-ზე, პოპულარული გახდა და მასზე დაახლოებით 70 ქავერ-ვერსია იქნა ჩაწერილი.

17 წლის ასაკში ჯესიმ ხელი მოაწერა ლეიბლ Gut Records-თან კონტრაქტს. მაგრამ კომპანია გაკოტრდა ალბომის გამოცემამდე. შემდეგ ჯესიმ მოაწერა ხელი კონტრაქტს Sony ATV-სთან და დროებით აშშ-ში საცხოვრებლად გადავიდა. ამ პერიოდში დაწერილი რამდენიმე სიმღერა ჰიტ-სინგლად იქცა, მათ შორის, მაილი საირუსისათვის დაწერილი „Party in the U.S.A“. 2008 წელს ჯესიმ მონაწილეობდა მიიღო სინდი ლოუპერის ტურნეში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
  • Who You Are (2011)
  • მომავალი ალბომი (2013)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: