ჯევათ ჩობანლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯევათ ჩობანლი
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1870(1870-09-14)
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1938(1938-03-13) (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია[1]
 თურქეთი
განათლება War Academy, Ottoman Military College და გალათასარაის საშუალო სკოლა

ჯევათ ჩობანლი (თურქ. Cevat Çobanlı დ. 1870 — გ. 1938) — თურქი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, თურქეთ-იტალიის, ბალკანეთის და პირველი მსოფლიო ომების აქტიური მონაწილე,

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს გალათასარაის სკოლის დასრულების შემდეგ შედის სამხედრო სასწავლებელში, რომელსაც ასრულებს ქვეითი ჯარის უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. 1894 წელს ასრულებს სამხედრო აკადემიას და იღებს შტაბის კაპიტნის ჩინს. სამსახურს აგრძელებს გენერალურ შტაბში და ინიშნება სულთნის ამალაში უმცროს ადიუტანტად. 1912-13 წლებში მონაწილეობს ბალკანეთის ომებში ასეულის მეთაურად და ბატალიონის შტაბის უფროსად. 1914 წლის დეკემბრიდან ინიშნება დარდანელის ფრონტზე. 1915 წლიდან არის გალიპოლის ბრძოლის მონაწილე და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლკის მეთაური. ამ ოპერაცის ასრულებდა მე-19 დივიზიის მეთაურთან, მუსტაფა ქემალთან ერთად. 1916-17 წლებში მეთაურობდა ბატალიონს, პოლკს, ბრიგადას. 1917 წლის დასაწყისიდან ინიშნება დივიზიის მეთაურად და ენიჭება ბრიგადის გენერლის წოდება. 1918 წლიდან ინიშნება სირიაში მოქმედ არმიათა დამრტყმელ ჯგუფში გენერალ ოტო ლიმან ფონ სანდერსის მოადგილედ. მუდროსის დროებითი ზავის დადების შემდეგ ბრუნდება სტამბოლში. 1918 წლის ბოლოს ინიშნება ოსმალთა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად. 1920 წელს ბრიტანელების მიერ სტამბოლის აღების შემდეგ სხვა ლიდერებთან ერთად იჭერენ და ასახლებენ მალტაზე, საიდანაც ბრუნდება 1922 წლის ბოლოს. გარდაიცვალა 1938 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]