ჯადსონ ფილიპსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯადსონ ფილიპსი
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1903
დაბ. ადგილი შტატი მასაჩუსეტსი, ქალაქი ნორტფილდი
გარდ. თარიღი 1989
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1923 - 1989
ჟანრი დედექტიური

ჯადსონ პენტიკოსტ ფილიპსი (ინგლ. Judson Philips; დ. 10 აგვისტო, 1903 მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტფილდი — გ. 7 მარტი,1989) — ამერიკელი „მაგარი დეტექტივის“ ცნობილი წარმომადგენელი.

მწერალი 1903 წლის 10 აგვისტოს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტფილდში დაიბადა. მამამისი, არტურ ფილიპსი, ოპერის მომღერალი იყო. დედამისი, ფრედერიკა, მსახიობი. ბიძა, ჰიუ პენტიკოსტი, XX საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკში წარმატებული ადვოკატი იყო. სწორედ გამოჩენილი ბიძის სახელი აირჩია მწერალმა ფსევდონიმად თავისი სამწერლო კარიერის დასაწყისში.

მწერალმა თავისი ნამდვილი გვარი 1969 წელს დაწერილ დეტექტივების სერიაში გამოიყენა, რომლის მთავარი გმირი მოყვარული დეტექტივი, ჟურნალისტი პიტერ სტაილზია. დეტექტივების ოსტატი ამერიკის დეტექტიური მწერლების ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1973 წელს, მისი პირველი ნაწარმოების დაბეჭვდიდან 50 წლის იუბილეზე, ასოციაციის უმაღლესი პრემიით დაჯილდოვდა. 1982 წელს მისი შემოქმედება ნერო ვულფის პრემიით აღინიშნა.

ფილიპსის დეტექტივების მთავარი გმირები იშვიათად არიან პროფესიონალი მაძებრები. საშინლად ჩახლართული საქმეების ძიებას მის შემოქმედებაში კეთილშობილი და უშიშარი ადამიანები ეწევიან: ჟურნალისტები, მხატვრები, სარეკლამო აგენტები და სხვა.

ჯადსონ ფილიპსი თხრობის შესანიშნავი მანერით გამოირჩევა. მისი გმირები, მხიარული, ლამაზი, ენერგიული ადამიანები არიან, რომლებიც თითქოს ჩვენ შორის ცხოვრობენ. ალბათ სწორედ ამით აიხსნება მთელ მსოფლიოში მკითხველთა უზომოდ დიდი ინტერესი ფილიპსის დეტექტივების მიმართ, რომელიც მწერლის სიკვდილის შემდეგაც არ განელებულა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 5, თბილისი, 2010.