ხოსე მარია დე პერედა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსე მარია დე პერედა
José María de Pereda
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1833
დაბ. ადგილი პოლანკო, ესპანეთი
გარდ. თარიღი 1 მარტი, 1906
გარდ. ადგილი პოლანკო, ესპანეთი
საქმიანობა ნოველისტი
ეროვნება ესპანელი

ხოსე მარია დე პერედა (ესპ. José María de Pereda; დ. 6 თებერვალი, 1833, პოლანკო — გ. 1 მარტი, 1906, პოლანკო) — ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ნოველისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

შემოქმედება[რედაქტირება]

პერედა თავის შემოქმედებაში იგი მშობლიური მხარის ყოფა-ცხოვრების მართალ სურათებს ხატავდა. რომანებში აღწერდა ჩამორჩენილი და გაუნათლებელი გლეხების მძიმე მდგომარეობას, რომელთაც სძულდათ კაპიტალიზმი, თავისი უბედურების ახალი მიზეზი, და ნუგეშს რელიგიაში ეძებდნენ. გარდა ამისა პერედას შემოქმედებაში გამოსჭვივის გლეხდა დემოკრატიული განწყობილებაც. მის რომანებს შორის აღსანიშნავია მეთევზეთა მძიმე ცხოვრების ამსახველი "სოტილესი" (1884).

პერედამ მის მიერ დაწერილი ნოველები და ნარკვევები შეაგროვა და ორ წიგნად გამოსცა: „მთის სცენარი“ (1864) და „ტიპები და პეიზაჟები“ (1871). მოთხრობებსა და ნარკვევებში პერედა გვევლინება როგორც რეალისტი მწერალი, რომელიც მსუბუქი ირონიითა და მხატვრული სიძლიერით ხატავს მშობლიური კუთხის მართალ სურათებს: გაღატაკებულ დიდგვაროვან პირებს თუ გამდიდრებულ გლეხებს, სოფლის ხელისუფალთა თვითნებობას და ახალგაზრდა გლეხების სატრფიალო, ლირიკულ სცენებს.