ხოიჯგეთის შახტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხოიჯგეთის შახტიკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთა აჟამგვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე. წარმოადგენს მდინარე ხოიჯგეთის სათავეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 670 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შახტი იწყება უწესო ფორმის ნახვრეტით, რომელიც სწრაფად განიერდება. საწყისი ვერტიკალური მონაკვეთის სიღრმე 50 მ-ია. შემდეგ მნიშვნელოვანი დახრილობით ვრცელდება და 70 მ სიღრმეზე ჰორიზონტალურფსკერიან გვირაბში გადადის.

მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ჭერისა და კედლების ნგრევის პროდუქტები და ღვარებით ჩატანილი მასალა. ჰავა დინამიურია. უფსკრულში გამდიანრე მიწისქვეშა ნაკადი აჩენსა პატარა ჩანჩქერებსა და ტბებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966