ხეჭრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხეჭრელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ხეჭრელისებრნი
გვარი:  ხეჭრელი
ლათინური სახელი
Frangula

ხეჭრელი (ლათ. Frangula) — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.

52-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში ერთადერთი სახეობაა გავრცელებული (F. alnus), იზრდება ტყის პირებზე, ქვეტყედ მუხნარ-რცხილნარში, ჭალის ტყეებში, ბუჩქნარებში.

ქერქი შეიცავს ანთრაგლიკოზიდებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს; მისი ნახარში ან ნაყენი საფაღარათო საშუალებაა. ხეჭრელი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. მის გვარს ხშირად აერთიანებენ ხეშავთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]