ხარისძირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხარისძირა
Helleborus niger .JPG
Helleborus niger
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანები
რიგი: ბაიასნაირნი
ოჯახი: ხარისძირასებრნი
ლათინური სახელი
Helleborus

ხარისძირა (Helleborus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. გვარი აერთიანებს ოცზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, უმთავრესად, ხმელთაშუაზღვისპირეთში, აღმოსავლეთით მათი არეალი მოდის მცირე აზიამდე. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური ხარისძირა (H. caucasicus), რომელსაც მოთეთრო-მომწვანო ყვავილები აქვს, იზრდება ტყეში, ტყისპირებზე და გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში და აფხაზური ხარისძირა (H. abchasicus), რომლის ყვავილი ვარდისფერ-მეწამული, ზოგჯერ მოიისფროა. იზრდება კირქვებზე მთის შუა სარტყელში აფხაზეთსა და იმერეთში. ადრემოყვავილე დეკორატიული მცენარეებია.

აღწერა და გავრცელება[რედაქტირება]

ხარისძირას გვარი ნატიურია ევროპის უმეტესი ნაწილისათვის, დაწყებული ბრიტანეთის დასავლეთი სანაპიროდან, დამთავრებული თურქეთის ჩრდილოეთი სანაპიროებითა და კავკასიით. სახეობათა ყველაზე დიდი კონცენტრაცია გვხვდება ბალკანეთში.

საინტერესოა ხარისძირაზე გენეტიკოსების მიერ გამოყვანილი ჯიშები. მათ შორის, აღსანიშნავია ორმაგი ხარისძირა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]