ხანკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხანკა
ხანკა
ხანკა
კოორდინატები: 45°01′ ჩ. გ. 132°25′ ა. გ. / 45.017° ჩ. გ. 132.417° ა. გ. / 45.017; 132.417
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი, ჩინეთის დროშა ჩინეთი
ფართობი 4190 კმ²
მოცულობა 18,3 კმ³
საშუალო სიღრმე 4,5 
მაქსიმალური სიღრმე 10,6 
ხანკა — რუსეთი
ხანკა
ხანკა — ჩინეთი
ხანკა

ხანკა (რუს. Ханка) — ტბა რუსეთის პრიმორიეს მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და ჩინეთში. ფართობი 4190 კმ². სიგრძე 95 კმ. სიღრმე უმთავრესად 1-იდან 3 მ-მდე, მაქსიმალური 10,6 მ. მდებარეობს ხანკისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 68 მ სიმაღლეზე. ალუვიური ნალექებით ხანკისაგან გამოყოფილია პატარა ხანკის ტბა. ნაპირები უმთავრესად დაჭაობებულია. საზრდოობს წვიმის წყლით. წყლის დონე მაღალია უმეტესად შემოდგომობით. იყინება ნოემბრის II ნახევარში. ყინულისაგან თავისუფლდება აპრილში. ხანკაში ჩადის მდინარეები: ლეფუ, მო, სინტუხა: გამოდის მდინარე სუნგაჩა (უსურის შენაკადი, ამურის აუზი). სანაოსნოა; განვითარებულია თევზჭერა. ონდატრის რეწვა. ნაპირებზე ბევრია წყლის ფრინველთა საბუდარი. სულ 52 სახეობის თევზი გვხვდება, მათ შორის სოლდატოვის ლოქო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]