ჭინჭრაქა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭინჭრაქა
Troglodytes troglodytes -fence-8a.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Troglodytes troglodytes
Troglodytes troglodytes

ჭინჭრაქა, ღობემძვრალა (ლათ. Troglodytes troglodytes) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეული სიგრძე 10-12 სმ, მასა 8-11 გ აღწევს. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ჩვეულებრივი მობინადრე ფრინველია, ვერტიკალურად გვხვდება ზღვის დონიდან 2100 მ-მდე. ბინადრობს ხშირ ბუჩქნარებში, ხევებისა და ხეობების პირას, ტყეში. ბურთივით მრგვალ ბუდეს იკეთებს ხავსისა და სხვა მცენარეებისაგან, აპრილში დებს 4-7 კვერცხს. ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება ობობებითა და წვრილი უხერხემლოებით, კენკრითა და მცენარეთა თესლით.

ლიტერატურა[რედაქტირება]