ჭვინტაკასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჭვინტაკასებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Prunellidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ჭვინტაკასებრნი (Prunellidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის (Prunella და Laiscopus) 12 სახეობას. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 2: ალპური ჭვინტაკა (Laiscopus collaris) და ტყის ჭვინტაკა (Prunella modularis). პირველი ბინადრობს ქვა-ღორღიანსა და კლდეებში — ალპურ სარტყელში, მეორე — ხშირბუჩქნარიან ტყეებში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან წვრილ-წვრილი უხერხემლოებით, კენკრით, თესლებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 393, თბ., 1987 წელი.