ჭალის ეკლესია და სამრეკლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭალის ეკლესია და სამრეკლო — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში. ეკლესია იყო აფეთქებული. რეკონსტრუქცია მოხდა 2022 წელს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში აგებული ტაძრისგან შემორჩენილი იყო მხოლოდ ცოკოლი, დასავლეთის კედელი და იატაკის ფილები, ასევე სამრეკლო. ჭალის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებული იყო ნატეხი ქვით, მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე. შენობას ჰქონდა გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. კარი თაღოვანია. ტიმპანზე რელიეფია მოცემული. ამავე კედელზე, შესასვლელის სიმეტრიულად მიდგმულია ბაზალტის კარგად გათლილი კვადრებით ნაგები სამრეკლო. ის სამსართულიანია. თითოეული სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი ფანჩატურია. ყოველი მომდევნო სართული მოცულობებში მცირდება. სამრეკლო ბოლოვდება თუნუქის წაწვეტებული სახურავით მთავრდება. პირველი სართულის სვეტები მასიურ, სწორკუთხა ბაზისებზეა აღმართული. თითოეული სვეტი კაპიტელებით ბოლოვდება, რომლებსაც ეყრდნობა სართულის თაღები. სამრეკლოს სვეტები სხვადასხვა სახის დეკორატიული დეტალებითაა შემკული. სამრეკლოს ნაგებობა საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოში უცხო სტილის შემოტანის მცდელობისა. 1828 წლისთვის სამრევლოში 40 კომლი შედიოდა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16090

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-11-89-8.