წრიპა ბიჭის დღიური: ბოლო წვეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„„წრიპა ბიჭის დღიური: ბოლო წვეთი““
Diary of a Wimpy Kid: The Last Straw

წიგნის ქართულენოვანი ყდა
ავტორი ჯეფ კინი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია წრიპა ბიჭის დღიური
ჟანრი საბავშვო
გამომცემელი Abrams Books
გამოცემის თარიღი 13 იანვარი ,2009
მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი
ქართულად გამოიცა 2017
გვერდი 218
წინამორბედი „წრიპა ბიჭის დღიური: როდრიკი უბერავს“
მომდევნო „წრიპა ბიჭის დღიურები: მკვდარი სეზონი“
ISBN 9789941237171

წრიპა ბიჭის დღიური: ბოლო წვეთი (ინგლ. Diary of a Wimpy Kid: The Last Straw) — ჯეფ კინის რომანი, მესამე წიგნი სერიისა „წრიპა ბიჭის დღიური“, წიგნის მთავარი გმირი არის გრეგ ჰეფლი. წიგნი პირველად გამოიცა 2009 წლის 13 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნში თხრობა იწყება 1 იანვრიდან. გრეგ ჰეფლი აღწერს თუ როგორ ჩაიარა მისთვის შობამ და ახალმა წელმა. იგი და მისი საუკეთესო მეგობარი როული ჯეფერსონი მოემზადებიან სკოლაში წასავლად და დადგებიან ავრობუსის გაჩერებაზე, მაგრამ ისინი იგებენ, რომ მოხდა სკოლის ავტობუსის რემარშუტიზაცია, ასე, რომ მათ სკოლაში ფეხით სიარული მოუწევთ. გრეგის მამა ფრენკ ჰეფლია გაბრაზებულია შვილის საქციელის გამო და ცდილობს იგი გააკაჟოს, შეიყვანს სპორტზე, წაიყვანს ლაშქრობაში, მაგრამ გრეგი არ გამოსწორდა. მან გაიცნო ჰოლი ჰილზი, რომელიც მათ კლასში ახალი გადმოსული იყო და დაიწყო გაპრანჭვა რათა მისთვის თავი მოეწონებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მისი მამა ფრენკი გადაწყვეტს მის სამხედრო აკადემიაში გაგზავნას, გრეგი ცდილობს მაქსიმულარუდ კარგად გამოიყენოს მცირე დრო რომელიდც ბანაკში გაგზავნამდე დარჩა. დილით იგი იღვიძებს, უყურებს საათს, 11 საათია, გრეგი გაოცებულია რადგან მამას აკადემიაში 8 საათზე უნდა წაეყვანა, სახლის პირველ სართულზე კი მამა დახვდა, იგი იქ მის წაყვანას აპირებდა მადლობის ნიშნად, რადგან გრეგმა იგი „ნახევარდღეობაზე“ „გადაარჩინა“. გახარებული გრეგი როულისთან წავა, ისინი ქუჩაში გავლენ, იქ კი გრეგს მისთვის სრულიად უცხო გოგო შეხვდება და გაცნობას შესთავაზებს, აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა მის ქუჩაზე სრულიად ახალი გადმოსულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]