წვრილყვავილა ონოსმა (ლათ.Onosma tenuiflora) — მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარელაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 10–30 სმ სიმაღლის ღერო, იგი მარტივი ან ნაკლებად დატოტვილია, მონაცრისფრო, წამოწეული ან აღმავალი, სქლად შებუსული. ქვედა ფოთლები ხაზურ-ნიჩბისებურია, ზედა ფოთლები ხაზურია. ჯამის ფოთლებიც ხაზურია და სქლად შებუსული. გვირგვინი მოყვითალოა, ცილინდრული ფორმის. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.[2]