ძინგჭოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ძინგჭოუ
荆州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხუბეი
შიდა დაყოფა Shashi District, Jingzhou District, Gong'an County, Jianli, Jiangling County, Shishou, Honghu და Songzi
კოორდინატები 30°20′11″ ჩ. გ. 112°14′29″ ა. გ. / 30.33639° ჩ. გ. 112.24139° ა. გ. / 30.33639; 112.24139
ფართობი 14099.21 კმ²
მოსახლეობა 5 231 180 (2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 434000
ოფიციალური საიტი jingzhou.gov.cn
ძინგჭოუ — ჩინეთი
ძინგჭოუ

ძინგჭოუ (ჩინ.: 荆州, ფინინი: Jīngzhōu) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჩინეთი. ქალაქი მდებარეობს მდინარე იანძის ნაპირებზე. ჩინეთის მოსახლეობის მეშვიდე აღწერის თანახმად (2020 წელი) საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობამ 5 231 180 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 2 904 346 პირი ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობდა.[2]

ძინგჭოუს ცენტრალური ურნაბული არეალი მოიცავს შაშის ქალაქსა და ძინგჭოუს დასახლებას (ისტორიულად ცნობილი, როგორც ძიანგლინგი). ეს სახელწოდებები შანსისა და ძინგჭოუს რაიონებიდან წარმოიქმნა. ურბანული არეალი ასევე მოიცავს ქალაქის ისტორიულ ცენტრსა და ძიანგლინგის რაიონს. სახელწოდება „შაში“ დღესაც გამოიყენება ადგილობრივი დაწესებულებების აღსანიშნავად, რომელთა შორისაა: შაშის აეროპორტი და ადგილობრივი რკინიგზის სადგური.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ქალაქ ძინგჭოუს სახელი უძველესი პროვინციის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ამავე ტერიტორიაზე არსებობდა და იგივე სახელი ეწოდებოდა. ძინგჭოუს უძველესი პროვინცია ძველი ჩინეთის ცხრა პროვინციიდან ერთ-ერთი იყო.[3][4] არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც სახელწოდება ძინგის მთებიდან (ძინგშანი) წარმოიშვა.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძინგჭოუს საოლქო დონის ქალაქს 14 067 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.[3] ქალაქის ტერიტორიის 12.42% ტყითაა დაფარული.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძინგჭოუსათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). ქალაქში ზაფხული, ძირითადად, ცხელი და ნოტიოა, ზამთარი კი მშრალი და ნესტიანი. თვის საშუალო ტემპერატურა 4.1 °C-დან (იანვარი) 28.0 °C-მდე იზრდება (ივლისი). ტერიტორიაზე მზის ნათების საშუალო მაჩვენებელი 1 800-დან 2,000-მდე საათს შეადგენს.[6]

ჰავის მონაცემები — ძინგჭოუ (1971−2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 21.9 25.0 28.0 33.1 35.4 37.2 37.9 38.6 36.8 33.2 29.3 21.1 38.6
საშუალო მაღალი °C 8.1 10.2 14.2 21.1 26.1 29.3 32.0 32.0 27.5 22.4 16.3 10.8 20.8
საშუალო დღიური °C 4.1 6.0 10.1 16.7 21.6 25.2 28.0 27.7 23.0 17.6 11.7 6.4 16.5
საშუალო დაბალი °C 0.9 2.8 6.6 12.9 17.9 21.8 24.7 24.4 19.6 14.0 8.0 2.9 13.0
რეკორდულად დაბალი °C −14.9 −9.2 −1.0 −0.1 9.8 13.0 18.1 17.5 10.6 1.7 −3.0 −6.3 −14.9
საშუალო ნალექი (მმ) 29.6 44.8 75.4 107.6 140.8 159.9 151.2 119.9 89.3 86.8 55.2 23.4 1 083,9
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 8.2 9.1 12.9 12.8 13.3 13.0 10.5 9.4 9.2 10.6 8.5 6.8 124.3
წყარო: Weather China[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის მოსახლეობის მეექვსე საყოველთაო აღწერის თანახმად (2010 წელი) ძინგჭოუს საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობამ 5 691 707 მაცხოვრებელი შეადგინა,[3] სიმჭიდროვე კი 405 ადამიანია ერთ კვადრატულ კილომეტრზე.[7]

ძინგჭოუს მუნიციპალური მთავრობის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 5 231 180 პირი იყო, რომელთაგან 1 833 292 ხუქოუში იყო დასახლებული. ძინგჭოუს მოსახლეობდან 2 664 658 ადამიანი ან 50.94 პროცენტი მამრობითი სქესის წარმომადგენელია, 2 566 522 ადამიანი (49.06 %) კი ქალი. 534 914 ადამიანს განათლება უნივერსიტეტში აქვს მიღებული, რაც 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით გაზრდილი მაჩვენებელია (წარსულში მაჩვენელბელი 6 828 ადამიანი იყო, ამჟამად კი 10 225 კაცს შეადგენს).[2]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მონაცემებით, ძინგჭოუს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 251.648 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა, რომელიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7.5%-ითაა გაზრდილი.[5] მთლიანი შიდა პროდუქტის 17.3% ეკონომიკის პირველადმა სექტორმა შეადგინა, 37.1% მეორეული სექტორიდან, ხოლო 45.6% ეკონომიკის მესამეულ სექტორს წარმოადგენს.[5] 2019 წლის მონაცემებით, ქალაქის ეკონომიკური ზრდა ძირითადად მეორეულ და მესამეულ სექტორზე იყო დამოკიდებული, რომელთაგან თითოეუი, შესაბამისად, 8.1%-თა და 8.8%-ით არის გაზრდილი.[5] ქალაქის მოსახლეობის შემოსავალი თითოეულ სულზე გაანგარიშებით 26,543 იუანია, რაც ასევე გაზრდილია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით (9.8 %-ით).[5] საოლქო დონის ქალაქის ურბანული ნაწილის მაცხოვრებლების საშუალო შემოსავალი 35 910 ჩინური იუანია, გარეუბნებში მაცხოვრებლების იგივე მაჩვენებელი კი 18 893 იუანია.[5] მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების მაჩვენებელი ძინგჭოუს ურბანულ ნაწილებში 10.2%-ით, გარეუბნებში კი 9.2%-ითაა გაზრდილი.[5]

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობის მრეწველობამ 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტში 76.645 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა.[5] ქალაქში იწარმოება 4.5117 მილიონი ტონა მარცვლეული, 433 ათასი ტონა მცენარეული ზეთები, 38 000 ტონა ბამბა და 3.1332 მილიონი ტონა ბოსტნეული კულტურა.[5] ძინგჭოუში ასევე იწარმოება 1.1195 მილიონი ტონა ზღვის პროდუქტი, რომელთა 45.77% (512.4 ათასი ტონა) კრევეტებსა და კიბორჩხალებს შეადგენს.[5]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Seventh National Population Census of the People's Republic of China
  2. 2.0 2.1 zh:荆州市第七次全国人口普查公报数据解读 zh. Jingzhou Municipal People's Government (2020-04-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-25. ციტირების თარიღი: 2021-07-26
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 zh:荆州市历史沿革 zh. XZQH.org (2014-08-06). ციტირების თარიღი: 2021-01-04
  4. China: Húbĕi (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 zh:荆州市2019年国民经济和社会发展统计公报 zh. Jingzhou Municipal People's Government (2020-04-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-22. ციტირების თარიღი: 2021-01-04
  6. 6.0 6.1 zh:荆州城市介绍 zh-hans. Weather China. ციტირების თარიღი: 2012-02-04
  7. zh:上饶市2010年第六次全国人口普查主要数据公报 zh. Shangrao Bureau of Statistics (16 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-22. ციტირების თარიღი: 2021-11-23.