ცხოველების ფერმა
| ცხოველების ფერმა | |
| Animal Farm | |
პირველი გამოცემის გარეკანი |
|
| ავტორი | |
|---|---|
| ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო |
| ენა |
ინგლისური |
| ჟანრი |
სატირა |
| გამომცემელი | |
| გამოცემის თარიღი |
17 აგვისტო 1945 |
| მთარგმნელი |
დავით აკრიანი |
| მედია |
რბილი და მაგარი ყდები |
| გვერდი |
112 გვერდი (პირველი ბრიტანული გამოცემა) |
| oclc |
53163540 |
| მომდევნო | |
| ISBN |
ISBN 0-452-28424-4 (ამჟამად) ISBN 978-0-452-28424-1 |
ცხოველების ფერმა (ინგლ. Animal Farm) — ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
ორუელის ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან.
ფერმის კანონები [რედაქტირება]
რევოლუციის შემდეგ ღორებმა კედელზე დიდად დაწერეს შვიდი კანონი, რომლებიც ფერმის ყველა ბინადარს უნდა დაეცვა. როდესაც ღორებმა თავად დაიწყეს წესების დარღვევა, პარალელურად კანონებმაც დეფორმაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ღორები მაინც აჯერებდნენ დანარჩენ ცხოველებს, რომ კანონებში არაფერი არ იყო შეცვლილი და მათ მუდამ ახლანდელი სახე ჰქონდათ.
- ყველა, ვინც ორ ფეხზე დადის, ცხოველის მტერია.
- ყველა ვისაც ოთხი ფეხი ან ფრთები აქვს, ცხოველის მეგობარია.
- არცერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი.
- არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში (შემდგომ დაემატა: თეთრეულიანში).
- არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი (შემდგომ დაემატა: უზომო რაოდენობით).
- არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი (შემდგომ დაემატა: უმიზეზოდ).
- ყველა ცხოველი თანასწორია (შემდგომ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები)
ალეგორიები [რედაქტირება]
|
„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები“
|
|
|
(ციტატა ნაწარმოებიდან)
|
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან. ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.
ნაპოლეონი ცხოველების ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მისი პერსონაჟი დაფუძნებულია იოსებ სტალინის პიროვნებაზე. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ. ნაპოლეონი დიქტატორად იქცევა და ცხოველების საზოგადოების თავდაპირველ კონცეფციას ცვლის. ცხენები ნაწარმოებში სიმბოლურად სამ სოციალურ კლასს განასახიერებენ. ქათმები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათი ყველა კვერცხი უნდა გაიყიდოს, ალეგორიულად კულაკებსა და გლეხებს წარმოადგენენ, რომლებსაც საბჭოთა კავშირში პირადი საკუთრება ჩამოართვეს. გაუნათლებელი და დაბრიყვებული დაბალი ფენის სახით ნაწარმოებში გამოყვანილნი არიან ცხვრები, ხოლო კატები კი კრიმინალური სამყაროსა და რუსული მაფიის წარმომადგენლები არიან.
ცხოველების გარდა ნაწარმოებში სხვა სიმბოლოებიცაა, რომლებიც ალეგორიულად საბჭოთა კავშირს უკავშირდება. მაგალითად ასეთია ცხოველთა დროშა, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული რქა და ჩლიქი — საბჭოთა სიმბოლოების, ნამგალისა და უროს მსგავსად.
საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
ცხოველების ფერმამ გავლენა იქონია როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მუსიკაზე, რაც აისახა მათ ალბომში Animals. ღორები, ძაღლები და ცხვრები, რომელთა შესახებ სიმღერებიც მთავარია ამ ალბომში, არიან „ცხოველების ფერმის“ მთავარი პერსონაჟები.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ორუელის წერილების ნაწყვეტები იგავთან დაკავშირებით
- სრული წიგნი შენიშვნებით
- ტექსტი Google Books-ში
- ორუელის ორიგინალური წინასიტყვაობა
|
|||||||||||