ცოტნე მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცოტნე მაჭავარიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1997 (1997-09-26) (26 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო[1]
სიმაღლე 180 სმ
წონა 74 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ტყვიის სროლა
კლუბი ნინო სალუქვაძის კლუბი[1]
მწვრთნელი ნინო სალუქვაძე[1]

ცოტნე მაჭავარიანი (დ. 26 სექტემბერი, 1997, თბილისი)[2]ქართველი ტყვიის მსროლელი. ცნობილი ტყვიის მსროლელის, ნინო სალუქვაძის შვილი, რომელმაც 1988 წლის შემდეგ ყველა ოლიმპიადაზე იასპარეზა. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ცოტნე მაჭავარიანმა მე-6 ადგილი დაიკავა 10 მეტრიდან ჰაერში სროლაში.[3] მას ჰყავს და სახელად ნინო, მამამისი — გოგა მაჭავარიანი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.[2] 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მაჭავარიანმა მე-14 ადგილი დაიკავა. 2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომელთაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 MACHAVARIANI, Tsotne – GEO. issf-sports.org
  2. 2.0 2.1 Asset Declaration of Public Official დაარქივებული 2016-08-15 საიტზე Wayback Machine. . Civil Service Bureau of Georgia (17 April 2012).
  3. Shooting sports – Tsotne MACHAVARIANI. the-sports.org
  4. Schladebeck, Jessica (4 May 2016) Olympic games in Rio de Janeiro will welcome first ever mother and son competitors. nydailynews.com