ცისფერი ნილოსი
ცისფერი ნილოსი | |
---|---|
ცისფერი ნილოსის ჩანჩქერი, ტანას ტბასთან. | |
ქვეყანა |
ეთიოპია, სუდანი |
ქალაქები | ხართუმი |
სათავე | ტანას ტბა |
სიგრძე | 1450 კმ |
აუზის ფართობი | 325 000 კმ² |
ცისფერი ნილოსი ვიკისაწყობში |
ცისფერი ნილოსი (ამჰ. ዓባይ; გამოითქმის როგორც: ʿაბბაი; არაბ. النيل الأزرق; გამოითქმის როგორც ან-ნილ ალ-აზრაქ) — მდინარე სუდანში და ეთიოპიაში, ნილოსის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე — 1450 კმ. თეთრ ნილოსთან ერთად იგი წარმოადგენს ნილოსის უდიდეს შენაკადს.
სათავეს იღებს ტანას ტბიდან (ეთიოპიის მთიანეთი) ზღვის დონიდან 1830 მეტრზე. ტბიდან გადმოსული წყლის მასა დარეგულირებულია ჰიდროელექტროსადგურის კაშხლით. ცისფერი ნილოსი სანაოსნოდ ვარგისია 580 კმ-ზე მდინარის დასასრულამდე.
ზემო დინებას ეთიოპიის მთიანეთის საზღვრებში ეწოდება აბაი. 500 კმ მანძილზე მოედინება კანიონში 900—1200 მეტრ სიღრმეზე. ეთიოპიაში მას ბევრი წმინდა მდინარედ — გიჰონად მიიჩნევს, რომელიც ბიბლიაში ნახსენები ედემის ბაღიდან მეოთხე მდინარის სახით გამოედინება.[1] ამასთან დაკავშირებით მას უძღვნიან საჩუქრებს პურის და სხვა პროდუქტების სახით.
სუდანის ტერიტორიაზე მდინარეს ჰქვია ბაჰრ-ელ-აზრაკი (არაბული ენიდან ბაჰრ — «ზღვა» და აზრაკი — «ცისფერი»). სუდანის ტერიტორიაზე აგებულია დიდი წყალსაცავი ქალაქ როსეირესთან.
ქალაქ ხარტუმთან ცისფერი ნილოსი უერთდება თეთრ ნილოსს და ქმნის მდინარე ნილოსს.
წვიმების სეზონში ნილოსის მდინარეული ჩამონადენი შეადგენს 60 %-ს, მშრალ სეზონში იგი საკმაოდ მეჩხერდება. ქვემო დინების წყლის რესურსი გამოიყენება ბამბის მინდვრების მოსარწყავად და წყალმომარაგებისთვის. წვიმების სეზონში წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 2350 მ³/წმ-ში.
2011 წელს დაიწყო «დიდი ეთიოპიის აღორძინების კაშხლის» მშენებლობა, რომელიც შედგებოდა 15 რადიალურ-ღერძული ჰიდროაგრეგატებისაგან. ჰესის სიმძლავრე შეადგენს 5250 მეგავატს[2][3].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტანას პროექტი დაარქივებული 2007-05-06 საიტზე Wayback Machine.
- ცისფერი ნილოსის ჩანჩქერი დაარქივებული 2011-11-26 საიტზე Wayback Machine.
- ცურვა ცისფერ ნილოსში
- ცისფერი ნილოსი ენციკლოპედია ბრიტანიკა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Edward Ullendorff, ეთიოპია და ბიბლია (Oxford: University Press for the British Academy, 1968), p. 2.
- ↑ აფრიკაში წყლის რესურსების და ჰიდროენერგიის გამოყენების 2013 წლის გამოფენა და კონფერენცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-10-05.
- ↑ Ethiopia: Nile Dam Project a Hydropower Hope, but Regional Sore Point, Africa: Allafrica.com, 2012, http://allafrica.com/stories/201211260357.html?aa_source=acrdn-f0