ეთიოპიის მთიანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეთიოპიის მაღალმთიანეთი

ეთიოპიის მთიანეთი (ეთიოპიის ზეგანი) – მთის მასივი ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. ღრმა ტექტონიკური ხეობებით დაყოფილია ცალკეულ მასივებად, რომელზეც ბრტყელმწვერვალიანი ბაზალტური შთენილიმთებია აღმართული. მას ქვეყნის ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს და ეთიოპიის უმთავრესი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. აქ ბევრი სახეობის ცხოველი ბინადრობს – მხოლოდ ამ რეგიონში გვხვდება ბაბუნის ჰელადა. ეთიოპიის მთიანეთის უმაღლესი მწვერვალია რას-დაშანი – 4550 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]