ცისფერგულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისფერგულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Luscinia svecica
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22709707
გავრცელება

ცისფერგულა, კურკურა (ლათ. Luscinia svecica) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მამალს ზურგი მურა აქვს, კუდი — შავნარევი წითური, გული ლურჯი — თეთრ- ან წითურხალიანი. დედალი უფრო ბაცია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, ზამთრობს სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ბუდობს მცირე კავკასიონზე, ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2100 მ. მაისში დებს 4-7 კვერცხს; ინკუბაცია გრძელდება 2 კვირას. იკვებება მწერებითა და კენკრით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]