ცისარტყელა (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცისარტყელაქართული ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1919–1921 წლებში. რედაქტორი — სარედაქციო კოლეგია (ი. გომართელი, ა. აბაშელი (ჩოჩია), პოლიო ირეთელი, ა. რუხაძე და სხვ.). ჟურნალში წარმოდგენილი იყო პოეზია, პროზა, დრამატურგია, კრიტიკა, ბიბლიოგრაფია. გამოქვეყნდა შ. არაგვისპირელის, ვ. ბარნოვის, ნ. ლორთქიფანიძის, ი. გომართელის, ლ. ქიაჩელის, დუტუ მეგრელის, კ. გამსახურიას და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]