ცაუჩაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცაუჩაბი
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
სათავე ნაუკლუფტის მთები
სათავის სიმაღლე 1400 მ
შესართავი ორანჟი
სიგრძე 100 კმ
ცაუჩაბი — ნამიბია
— სათავე, — შესართავი
ცაუჩაბი ვიკისაწყობში
სესრიემის კანიონი, ცაუჩაბის დამშრალი კალაპოტი
წვიმების შემდეგ ცაუჩაბის მიერ წარმოქმნილი ტბა, სოსუსვლეის მლაშობი

ცაუჩაბი — სეზონური ნაკადული ნამიბიაში, ნაუკლუფტის მთების სამხრეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 100 კილომეტრია და განსაკუთრებით ცნობილია მონაკვეთით, რომელშიც ის სესრიემის კანიონში გაედინება.

იქიდან გამომდინარე, რომ ნამიბის უდაბნოში მდებარეობს, ცაუჩაბში წყალი უიშვიათესად გაედინება, როდესაც ნაუკლუფტის მთებში წვიმა მოდის. ამ წვიმების დროს, ცაუჩაბი სწრაფი, ძლიერი მდინარე ხდება, რაც მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება.

პერიოდული წვიმების შედეგად, გასული ორი მილიონი წლის მანძილზე, მდინარემ სესრიემის კანიონი ამოჰკვეთა. ამ კანიონის სიგრძე ერთი კილომეტრის, სიღრმე კი 30 მეტრი და შედგება დანალექი ქანებისგან. კანიონს გადაღმა, ჩაუცაბი ბრტყელი და ფართო ხდება; შემოსაზღვრულია მდინარისპირა ტყით და მიემართება სოსუსვლეის მლაშობი ნიადაგებისაკენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]