ჩხართვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჩხართვი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Turdus viscivorus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ჩხართვი (Turdus viscivorus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს (ყველაზე დიდია ევროპული შაშვების გვარში). აქვს მორუხო-მურა ფერის ზურგი, თეთრი, მუქხალებიანი მუცელი, გავრცელებულია ევროპისა და აზიის წიწვიან (ჩრდილოეთით) და ფოთლოვან ტყეებში (აღმოსავლეთით საიანებემდე, სამხრეთით ჰიმალაიმდე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში), საქართველოში ბინადრობს, ხეზე ბუდობს. დებს 4-5 კვერცხს. ინკუბაცია 2 კვირას გრძელდება. იკვებება უხერხემლოებით, კენკრით. სპორტული ნადირობის ობიექტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 173, თბ., 1987 წელი.