ჩრდილოეთის დონეცი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
ჩრდ. დონეცი და სვიატოგორსკის ლავრა |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1053 კმ |
| აუზის ფართობი | 98,9 კმ² |
| ჩაედინება | მდინარე დონი |
| ქვეყნები | რუსეთი, უკრაინა |
| ქალაქები | ბელგოროდი, დონეცკი, ლუგანსკი |
ჩრდილოეთის დონეცი (უკრ. Сі́верський Доне́ць; რუს. Северский Донец; ტანაიდი, ტანაისი, დიდი დონი) — მდინარე რუსეთის ფედერაციაში და უკრაინაში, მდინარე დონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1053 კმ. აუზის ფართობი 98,9 ათ. კმ2. ზემოთში გადაკეტილია კაშხალებით. მდინარეზე არის წყალსატევები და წყალსაცავები. შესართავთან იტოტება. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის თებერვალ-მაისში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 119 კმ-ზე 159 მ3/წმ. იყინება დეკემბერ-იანვარში. ყინულძვრაა თებერვალ-აპრილში. სანაოსნოა 222 კმ. ქალაქ დონეცკამდე. შესართავთან არის ნავსადგური უსტ-დონეცკი. მდინარის ნაპირებზეა რუსეთის ქალაქები:ბელგოროდი, დონეცკი, კამენსკ-შახტინსკი. უკრაინის ქალაქები: რუბეჟნოე, იზიუმი, ჩუგუევი, ლისიჩანსკი, ლუგანსკი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 158, თბ., 1987 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: