ჩრდილოეთის დვინის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინოსტრანცევია

ჩრდილოეთის დვინის ფაუნა — ნამარხი ხერხემლიანი ცხოველების (ამფიბიები, ქვეწარმავლები) კომპლექსი, რომელიც აღმოჩენილია ქალაქ კოტლასთან მდინარე პატარა ჩრდილოეთის დვინის ხეობაში, პერმული ასაკის ქვიშაქვებში. ეს მნიშვნელოვანი ადგილსაპოვებელი პირველად რუსმა მეცნიერმა ვ. ამალიცკიმ გათხარა 1899-1914 წლებში. შემდეგ კი აქ მუშაობდნენ საბჭოთა მკვლევრები მ. ედემსკი და ა. გარტმან-ვეინბერგი. ჩრდილოეთის დვინის ფაუნაში ჭარვობენ ქვეწარმავლები: კოტილოზავრები — პერეიაზავრი, გორგონოფსიები — ინოსტრანცევია, დინოცეფალები. შედარებით ნაკლებია თეროცეფალებისა და ცინოდონტების ნაშთები, ამფიბიები მხოლოდ დინოზავრების ერთი სახეობით არის წარმოდგენილი. ჩრდილოეთის დვინის ფაუნა ჰგავს სამხრეთ აფრიკის პერმული ნალექებიდან ცნობილ ნამარხ ხერხემლიანთა ფაუნას. ჩრდილოეთის დვინის ტიპის ხერხემლიანთა ფაუნა ფართოდ ყოფილა გავრცელებული პერმულ პერიოდში ყოფილი სსრკ-ის ევროპული ნაწილის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]