ჩილეს გერბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩილეს სახელმწიფო გერბი

ჩილეს სახელწიფო გერბიჩილეს ეროვნული სიმბოლო, შეიქმნა 1934 წელს, ინგლისელი მხატვრის, ჩარლს ვუდ ტეილორის მიერ. ფიგურული უკანა პლანი შედგება 2 თანაბარი ნაწილისგან: ზემო ლურჯი და ქვემო წითელი ნაწილებისგან, რომლის შიგნითაც მოქცეულია თეთრი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. უკანა პლანის ერთ მხარეს გამოსახულია კონდორი, ანდების ყველაზე მნიშვნელოვანი სანადირო ფრინველი და მეორე მხარეს სამხრეთანდური ირემი (Hippocamelus), ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძუძუმწოვარი მთელს ჩილეს ტერიტორიაზე. ორივე ცხოველს, თავზე ადგას საზღვაო გვირგვინი, როგორც ჩილეს ნავიგაციის გმირული მოქმედებების სიმბოლო წყნარ ოკეანეში.

გერბს გვირგვინის ფორმით ადგას სამი სხვადასხვა ფერის, ლურჯი, თეთრი და წითელი სამი ბუმბული. ამ ბუმბულებს თავიანთ ქუდებზე ატარებდნენ რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტები.

გერბის ქვემოთ, თეთრ ლენტზე წაწერილია ჩილეს დევიზი: "Por la Razón o la Fuerza" (ან გონებით, ან ძალით).

ამჟამინდელ გერბში, მის დღევანდელ სახემდე, შეტანილ იქნა რამდენიმე ცვლილებათა სერია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]