ჩვენ ანგელოზები არ ვართ (1989 წლის ფილმი)
„ჩვენ ანგელოზები არ ვართ“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | ნილ ჯორდანი |
პროდიუსერი | Paramount Pictures |
როლებში |
რობერტ დე ნირო შონ პენი დემი მური |
კომპოზიტორი | ჯორჯ ფენტონი |
სტუდია | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი | 15 დეკემბერი, 1989 |
ხანგრძლივობა | 106 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $ 20 მლნ.[1] |
შემოსავალი | $ 10.5 მლნ.[1] |
„ჩვენ ანგელოზები არ ვართ“ (ინგლ. We're No Angels) — 1989 წლის ამერიკული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია ნილ ჯორდანი. ის 1955 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია. ფილმში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, შონ პენი და დემი მური ასრულებენ.
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1935 წელს დიდი დეპრესიის ეპოქის მსჯავრდებულები, ნედი და ჯიმი, რომლებიც ციხეში ჩასვეს დაუზუსტებელი ბრალდებებით, ციხიდან გაქცევას მოახერხებენ სასტიკი მკვლელის დამსახურებით, რომელიც ელექტრო სკამს გაურბის.
ისინი აღმოჩნდებიან ნიუ-იორკის პატარა ქალაქში, კანადა-აშშ-ს საზღვართან, სადაც ადგილობრივ მონასტერში ხვდებიან სხვა 2 მღვდლის ნაცვლად, რომელთაც იქ ელიან. მათ უნდათ კანადაში გაქცევა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს თითქმის შეუძლებელი ხდება.
ნედი და ჯიმი აგრძელებენ მონასტერში ცხოვრებას და საბოლოოდ ისინი ცხოვრებაში თავიანთ ადგილს პოულობენ.
როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რობერტ დე ნირო — ნედი
- შონ პენი — ჯიმი
- დემი მური — მოლი
- ჯეიმს რუსო — ბობი
- ბრუნო კერბი — შერიფის დამხმარე
- შონ უელესი — თარჯიმანი
- ჯონ კრისტოფერ რაილი — ახალგაზრდა ბერი
კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. Rotten Tomatoes-მა შეარჩია 21 რეცენზენტი და შეაფასა მიმოხილვების 48% დადებითად, საშუალო ქულით 5.2/10. [2] CinemaScore- ის მიერ გამოკითხულმა აუდიტორიამ ფილმს მიანიჭა ნიშანი „B“ (A-დან F-მდე შკალით).[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ჩვენ ანგელოზები არ ვართ“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ჩვენ ანგელოზები არ ვართ - Box Office Mojo-ზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 We're No Angels (1989). ციტირების თარიღი: 2023-02-17
- ↑ We're No Angels. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 11 January 2024
- ↑ Hollywood's Star Vehicles Sputter at the Christmas Box Office : Movies: 'Blaze,' 'We're No Angels' and 'Family Business' opened with high holiday hopes. Despite their six bankable male leads, the films have fallen flat..