ჩვენი ოფისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვენი ოფისი
ჟანრი კომედია
ავტორი მიშა მშვილდაძე
რეჟისორი რატი რამიშვილი
მონაწილეობენ გიორგი კალანდაძე
გია ცინაძე
ვანიკო თარხნიშვილი
თაკო აბაშიძე
ქვეყანა საქართველო
ეპიზოდი 205
წარმოება
ხანგრძლივობა 30 წთ
ეთერი
ორიგინალური არხი რუსთავი 2
ეთერში 19 სექტემბერი, 200823 ივლისი, 2010


„ჩვენი ოფისი“ — ქართული კომედიური ჟანრის სერიალი. ძირითადი მოქმედება ვითარდება სარეკლამო სააგენტოს ოფისში, რომლის თანამშრობლებიც იღებენ რეკლამებს. მათ ხშირად უწევთ უცნაურ კლიენტებთან ურთიერთობა და მუდმივად სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან. სერიალი 2008-2010 წლებში, ყოველ სამუშაო დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმულა კრეატივი სპეციალურად სერიალისთვის ამზადებდა დეკორაციას და გადაღება მიმდინარეობდა პავილიონში, სხვადასხვა ლოკაციაში: ოფისში, კაფეში, დაქორწინებული წყვილის სახლში და მყუდროს სახლში

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი გმირი
გიორგი კალანდაძე ნიკა
გია ცინაძე მყუდრო
ვანიკო თარხნიშვილი ლაშა
თაკო აბაშიძე ნატა
გიორგი კალანდარიშვილი დოლჩე
ადელინა გოგუაძე თიკუნა
ანა სანაია თეკლა
ნინო მუმლაძე ნუნუკა
ნიკა ბლიაძე დაცვა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]