ჩეშმეს სვეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეშმეს სვეტი
Чесменская колонна
კოორდინატები 59°42′36″N 30°23′37″E / 59.710064° ჩ. გ. 30.393603° ა. გ. / 59.710064; 30.393603
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
სიმაღლე 25
თარიღდება 1779
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810447057

ჩეშმეს სვეტი (რუს. Чесменская колонна) — მემორიალური ძეგლი ცარსკოე-სელოში, ეკატერინეს პარკში. სიმბოლურად გამოხატავს რუსეთის ფლოტის ძალას და დიდებას. დორიული სვეტის სიმაღლეა 25 მეტრი. შესრულებულია არქიტექტორ ანტონიო რინალდის პროექტის მიხედვით ოლონეცის მარმარილოსაგან და აღმართულია 1779 წელს დიდი ჭაობის ცენტრში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი აღმართეს 1779 წელს ჩეშმეს ბრძოლის სამახსოვროდ, რომელიც გაიმართა 1770 წელს რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს. ბრძოლას სათავეში ედგნენ ისეთი ცნობილი სამხედრო პირები როგორებიც იყვნენ გრაფი ალექსი ორლოვი და ადმირალი გ. ა. სპირიდონოვი.

ძეგლი დაამზადეს ანტიკური სვეტის ნიმუშის მიხედვით, რომელიც გაფორმებულია ტყვედ ჩაგდებული გემების კიჩოებით. სვეტის ზემოთ არწივი არ არის მხოლოდ სიმამაცისა და ძალის სიმბოლო, არამედ იგი სიმბოლურად გვახსენებს ჩეშმეს ბრძოლის გმირს გრაფ ალექსი ორლოვს. 25 მეტრიანი სვეტი აღმართულია გრანიტის წაკვეთილი პირამიდის ფორმის კვარცხლბეკზე, რომელიც პირდაპირ წყალშია აღმართული.

დიდი სამამულო ომის წლებში, ქალაქ პუშკინის გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში (1941-1944 წწ.), ჩეშმეს კოლონა ძლიერ დაზიანდა. გერმანელებისათვის, ძეგლი, როგორც რუსეთის გამარჯვების სიმბოლო აუტანელი იყო და შეეცადნენ მის დანგრევას, თუმცა უშედეგოდ. მათ შეძლეს მხოლოდ დაფისა და ბარელიეფის მოხსნა კვარცხლბეკიდან.

1994-1996 წლებში არქიტექტორ ა. ა. კედრინსკის პროექტის მიხედვით ბარელიეფი განაახლეს და 1996 წლის ივნისში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 300 წლისთავთან დაკავშირებით კვლავ აღმართეს ძველ ადგილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гусаров А. Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб, 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]