ჩერნიშოვის ქედი
ჩერნიშოვის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 55°00′ ჩ. გ. 123°30′ ა. გ. / 55.000° ჩ. გ. 123.500° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ამურის ოლქი |
უმაღლესი წერტილი | ლუკინდა |
სიმაღლე | 1572 მ |
სიგრძე | 120 კმ |
ამგებელი ქანები | გრანიტი, კრისტალური ფიქლები |
ჩერნიშოვის ქედი (რუს. Хребет Чернышёва) — ქედი რუსეთის ამურის ოლქში, იმიერბაიკალეთისა და ამურისპირეთის მთათა სისტემების შესაყარზე, ტეკურინგრა — ჯაგდის მთების ჯაჭვის დასავლეთი რგოლი. ჰყოფს მდინარეების ნიუკჟის (ოლიოკმის აუზი), ოლდოისა და ტინდის (ამურის აუზი) ხეობებს. მისი სიგრძეა 120 კმ. სიმაღლე 1572 მ-მდეა (მთა ლუკინდა). აგებულია გრანიტითა და კრისტალური ფიქლებით. თხემი მობრტყელებული და ტალღოვანია. გავრცელებულია მთის ტაიგა; ზევით კალთებზე იზრდება ქონდარა ფიჭვი. ატარებს რუსი გეოლოგის, ფეოდოსი ჩერნიშოვის სახელს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩერნიშოვის ქედი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)