ჩაჩაკომანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაჩაკომანი

მდებარეობა ბოლივიის დროშა ბოლივია, ლა-პასის დეპარტამენტი
სიმაღლე 6 074 მ.

ჩაჩაკომანი (ესპ. Chachacomani) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6 074 მეტრია, ბოლომდე ზუსტი სიმაღლე დადუგენელია და შეიძლება ცდომილება 20 მეტრს შეადგენდეს, თუმცა დადასტურებულია, რომ 6.000 მეტრზე მაღალია.[1] მიჩნევა კორდილიერა-რეალის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად დასაპყრობ მწვერვალად.

მთის ძირში, წარმოიქმნება რამდენიმე განსხვავებული მიკროკლიმატი, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მრავალი სახეობის გავრცელებას.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Chachacomani 6074m. Andes. წაკითხვის თარიღი: 2009-03-28.
  2. CHACHACOMANI 6150 mtrs.. Inca Land Tours. წაკითხვის თარიღი: 2009-04-28.