ჩარლზ ჰენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ ჰენდი

ჩარლზ და ელისაბეთ ჰენდი
მშობლიური სახელი Charles Handy
დაბადების თარიღი 1932
კლეინი, კილდერის საგრაფო, ირლანდია
ეროვნება ირლანდიელი
აქტიური 1956-დღმდე
მეუღლე(ები) ელისაბეთ ჰენდი
შვილ(ებ)ი სკოტ ჰენდი

ჩარლზ ჰენდი (ინგლ. Charles Handy; დ. 1932, კლეინი, კილდერის საგრაფო, ირლანდია) — ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მენეჯმენტის დარგის ირლანდიელი ავტორი/ფილოსოფოსი. იგი არჩეულია მსოფლიოს 50 გავლენიანი მოაზროვნის რეიტინგში. დაიბადა ირლანდიის ეკლესიის არქიდიაკონის ოჯახში, სწავლობდა ოქსფორდის ორიელ კოლეჯში. 2006 წ. ივლისში მან მიიღო დუბლინის თრინიტის კოლეჯის სამართლის დოქტორის ხარისხი. იგი შეფასდა, როგორც მენეჯმენტის დარგის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი. 2001 წელს იგი იყო მეორე ამ სიაში — დრაკერი, პეტრე შემდეგ, 2005 წელს კი მე–10. მისი ბიზნეს–კარიერა დაიწყო კომპანია Shell მარკეტინგში. იგი 1967 წლიდან არის ლონდონის ბიზნეს სკოლის თანადამფუძნებელი სადაც მოღვაწეობდა 1972 წლიდან, მას შემდეგ რაც დატოვა კომპანია Shell.

იგი იყო ხელოვნების სამეფო საზოგადოების თავმჯდომარე 1987-89.[1] მისი მეუღლეა ცნობილი ფოტოგრაფი ელიზაბეთ ჰანდი, რომლის გადაღებული ფოტოებიც ამშვენებს ჰანდის ბევრ წიგნს, მათ შორის ახალი ალქიმიკოსები და მოგზაურობა ჩაიში. მისი ვაჟი სკოტ ჰანდი არის შექსპირის სამეფო თეატრის (RSC) მსახიობი.

იდეა და სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანდის სტილის გაგება შეიძლება მისი ავტობიოგრაფიის ერთ-ერთი ეპიზოდიდან: "რამდენიმე წლის წინ მე ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს ფოტო–გამოფენაზე მისი ექსპონატების განლაგებაში, რომლებიც ასახავდნენ ინდოეთის ჩაის ბაღებს. მომიახლოვდა ერთ-ერთი დამთვარიელებელი კაცია და ჩემს გასაგონად თქვა "მე გავიგე, რომ ჩარლზ ჰანდი უნდა იყოს აქ". 'მართლაც ის არის,' ვუპასუხე მე, 'და მე ვარ ის.' მან შემომხედა ეჭვისთვალით და უფრო დაკვირვებით და მიპასუხა 'დარწმუნებული ხართ?'. ყოველ შემთხვევაში 'ასე იყო'– ვუპასუხე მას, მაგრამ კარგი კითხვაა, რამდენადაც განვლილი დროის შემდეგ მას გააჩნდა რამდენიმე, სხვადასხვა წარმოდგენა იმის შესახებ თუ ვინ იყო ჩარლზ ჰანდი, მე კი ამ მომენტში ვერ ვპასუხობდი მის შეხედულებებს ..."[2]

ჰანდიმ განსაზღვრა ორგანიზაციული კულტურის ოთხი ძირითადი, შემადგენელი კომპონენტი:

  • ძალაუფლების (power) ანუ გავლენის კულტურა (ზევსის კულტურა): ორგანიზაციული კულტურა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ძალაუფლების/გავლენის მომენტი. გამოკვეთილად ახასიათებს პატარა, კერძო საწარმოებს, რომლებშიც მთელი უფლებამოსილება კონცენტრირდება მფლობელისა და მმართველის ხელში;
  • როლის კულტურა (აპოლონის კულტურა): ბიუროკრატიული ორგანიზაციული კულტურის სახეობა, რომელიც ხასიათდება როლების მკაცრად ფუნქციური განაწილებით. მოქმედება კოორდინირდება უმაღლესი მმართველი ჯგუფიდან. ასეთი კულტურა გამოკვეთილად ახასიათებს საჯარო ორგანიზაციებს;
  • ამოცანის შესრულების კულტურა (ათენას კულტურა): ორგანიზაციული კულტურა, რომელიც უპირველესად ორიენტირებულია ამოცანის/პროექტების შესრულებაზე. გულისხმობს ექსპერტთა ცალკე/საგანგებო ჯგუფების ფორმირებას, რომელნიც ამოცანის შესრულების შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას სხვა ამოცანის შესასრულებლად. მსგავსი ორგანიზაციული კულტურა მახასიათებელია შემოქმედებით ორგანიზაციებში ან იქ სადაც მიზნობრივია ცალკეული ინდივიდის ინციცატივის წახალისება. ხშირად ახასიათებს მატრიცული სტრუქტურის ორგანიზაციებს (მაგ. პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება, საკონსტრუქტორო ბიურო).
  • ინდივიდუალური კულტურა (დიონისეს კულტურა): ორგანიზაციული კულტურა, რომელიც მასში მონაწილე ინდივიდს აძლევს შედარებით სრულ თავისუფლებას მოქმედებებში, რომლებიც წარმოაჩენენ მის ინდივიდუალობას (მაგ. თეატრი, უნივერსიტეტი).

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი არის შემდეგი წიგნების ავტორი:

  • Understanding Organisations (1983) - ISBN 0-14-015603-8
  • The Future of Work (1984)
  • Gods of Management (1985) - ISBN 0-09-954841-0
  • Understanding Schools (1986)
  • Understanding Voluntary Organisations (1988)
  • The Age of Unreason (1989) - ISBN 0-09-954831-3
  • Inside Organisations(1990)
  • The Empty Raincoat (1994) - ISBN 0-09-930125-3
  • Waiting for the Mountain to Move (1995)
  • Beyond Certainty (1995)
  • The Hungry Spirit (1997)- ISBN 0-09-922772-X
  • New Alchemists (1999)- ISBN 0-09-179995-3
  • Thoughts for the Day (1999) - ISBN 0-09-940529-6 - (first published in 1991 as Waiting for the Mountain to Move)
  • The Elephant and the Flea (2001) - ISBN 0-09-941565-8
  • A Journey through Tea - with Elizabeth Handy
  • Re-invented lives (2002)
  • Myself and Other More Important Matters (2006) - an autobiography and further reflections on life - ISBN 0-434-01346-3
  • The New Philanthropists (2006)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Handy Guide to the Gurus of Management. BBC.
  2. Myself and other more important matters p1