ჩაის ცერემონია აღმოსავლეთ აზიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის ცერემონია აღმოსავლეთ აზიაში ან Chádào (ჩინ.: 茶道), Chadō (იაპონ. 茶道), Dado (კორ. 다도) 一 არის ჩაის მომზადების საზეიმო რიტუალური ფორმა, გავრცელებული აღმოსავლეთ აზიაში, რომელსაც ძირითადად ჩინელები, იაპონელები და კორეელები იყენებენ.[1] ჩაის ცერემონია ჩინურიდან (茶道 – Chádào), რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ჩაის გზა“ ან „ჩაის ხელოვნება“[2], არის კულტურულ-ტრადიციული დანიშნულების რიტუალი, ცერემონია, რომელიც მოიცავს ჩაის საზეიმოდ მომზადებასა და წარდგენას. იაპონურ და კორეულ ჩაის ცერემონიის ტიპებზე გავლენა იქონია ჩინურმა ჩაის ცერემონიამ ჯერ კიდევ ქრისტესშობამდელ პერიოდსა და შუა საუკუნეებში, ხოლო ინტენსიურად დაიწყო ახ.წ. IX საუკუნიდან, როცა ჩინეთიდან ჩაი პირველად შევიდა იაპონიასა და კორეაში. ანალოგიურად შეიძლება ითქვას იმ უშუალო ხელსაწყოებსა და ჟესტურებზე, რომლებიც ჩაის ცერემონიაში გამოიყენება. სამივე ტიპის ცერემონიას, შეიძლება ითქვას, აქვს ერთი საერთო მიზანი - „ადიდოს და თაყვანი სცეს ლამაზსა მრავალ ყოველდღიურ სიბინძურეს შორის“. გარდა ამისა, ის ემსახურება დახვეწილობას, შინაგან სულიერ შინაარსს, თავმდაბლობას, თავშეკავებასა და უბრალოებას, „როგორც ნებისმიერი სახის შემოქმედებითი წვა“.[3]

მარტივად რომ ითქვას, ესაა აღმოსავლური ჩაის მომზადების საკმაოდ ფორმალიზებული გზა, პროცესი, რომელიც დაიხვეწა საუკეთესო გემოს მიღების მიზნით. ამ რიტუალთან  დაკავშირებით ცნობებს ჯერ კიდევ მე-8 საუკუნით დათარიღებულ ჩინურ მონოგრაფიულ ხელნაწერში - ჩაის კლასიკა (茶经) - ვაწყდებით, აგრეთვე მე-12 საუკუნეში გამოცემულ ნარკვევში, სახელწოდებით ტრაქტატი ჩაის შესახებ (大观茶论).

აღმოსავლეთ აზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ: ჩინური ჩაის კულტურა

ჩინურ ჩაის სახლებში ხალხი იკრიბება სოციალიზაციისთვის, თამაშობენ სიაგცისა და გოს და მიირთმევენ ჩაის, ხშირად ახალგაზრდები პაემანს ჩაის სახლებში აწყობენ.[4]

იაპონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონელი ქალი დიასახლისი ატარებს ჩაის ცერემონიას

იაპონური ტრადიციის თანახმად, ჩაის ცერემონიები იმართება სპეციალურ დაწესებულებებში, ეწ. ჩაშიცუებში. ამ სტრუქტურას და კონკრეტულად იმ ოთახს, რომელშიც მიმდინარეობს ჩაის ცერემონიალი, ჰქვია ჩაშიცუ (茶室, სიტყვასიტყვით "ჩაის ოთახი"), მის შესასვლელს უწოდებენ როჯის (露地). არქიტექტურულ სივრცეს, რომელსაც ჩაშიცუ ჰქვია, შექმნილია ესთეტიკური და ინტელექტუალური რეალიზაციისთვის. იაპონიაში ჩაის ცერემონია წარმოადგენს ორი ძირითადი პრინციპის ნაზავს - საბი (寂) და ვაბი (侘). „ვაბი“ წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების შინაგან, ანუ სულიერ გამოცდილებას. მისი ორიგინალი მნიშვნელობა მიუთითებს წყნარ და ფხიზელ, მშვიდ დამუშავებაზე ან დაქვეითებულ გემოვნებაზე, რომელიც „დახასიათებულია თავმდაბლობით, თავშეკავებით, სიმარტივით, ბუნებრივობით, სიღრმისეულობითა და ასიმეტრიით“. იგი აქცენტრირდება პრიმიტიულ, ულამაზო ობიექტებსა და არქიტექტურულ სივრცეზე. მოკლედ რომ ითქვას, იგი უპირატესობას ანიჭებს ისეთ სილამაზეს, რომელიც დროსთანაა დაკავშირებული და არა ადამიანის ნახელავთან.[5] „საბი“, მეორე მხრივ, წარმოადგენს ცხოვრების გარეგნულ ან მატერიალურ არასრულყოფილებას, ასევე საგნების თავდაპირველ ბუნებას. უნდა აღინიშნოს, რომ ძენ ბუდიზმმა გარდამტეხი გავლენა იქონია ჩაის ცერემონიის განვითარებაში. იაპონური ჩაის ცერემონიისთვის დამახასიათებელია ბუნების ჰარმონიულობაში მოყვანა და თვითკულტივირება, აგრეთვე ჩაის მირთმევა ოფიციალურ და არაფორმალურ გარემოში. იაპონური ჩაის პრაქტიკა საკმაოდ განვითარდა და წარმოადგენს ერთგვარ „ტრანსფორმაციულ პრაქტიკას“, რომლის წყალობითაც დაიწყო მისი ესთეტიკური პრინციპების - საბისა და ვაბის - განვითარება. ჩაის დალევა გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მედიტაციისთვის, მკითხავობისთვისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში. [6]

ჩაის სახლი შანხაიში

იაპონური ჩაის პლანტაციების გაშენება ინტენსიურად მურომაჩის ეპოქაში (1333–1573) იწყება და გრძელდება მომოიამას ეპოქამდე (1573–1600), სახელით ჩადო. ბაღის სტილმა თავისი სახელი მიიღო როჯიდან, ანუ ჩაისკენ მიმავალი გზა, რომელიც უნდა შთააგონებდეს სტუმარს მედიტაციისკენ, რათა მოამზადოს იგი ცერემონიისთვის. ბაღს გააჩნია ცალკე, გარე ბაღი, რომელიც გამოყოფილია კარიბჭით. აქ სტუმრები ელიან მოწვევას შესვლისთვის. შემდეგ ისინი გადადიან ბაღის ცენტრალურ ნაწილში, სადაც იბანენ ხელ-პირს, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, ისევე როგორც სალოცავში შესვლამდე. ჩაშიცუმდე  მისასვლელი საკმაოდ ბალახოვანი და ტენიანია, ამით იგი შორეული მთის ბილიკსაც კი წააგავს. ადრეულ პერიოდში, ჩაშიცუებს სარკმლები არ გააჩნდათ, თუმცა თანამედროვეობაში ჩაის სახლებს გააჩნიათ სპეციფიკური კედლები, რომლების მიღმაც ბაღის ხედი იშლება.[7]

კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეული ჩაის ცერემონიის ტრადიცია (다례; 茶禮), იაპონურისგან განსხვავებით, შედარებით მარტივი და თანმიმდევრულია და ნაკლებად აქცენტრირდება უშუალოდ რიტუალებზე, მის შემთხვევაში აქცენტი კეთდება ჩაის სიტკბოზე და კლიენტთა შორის კომუნიკაციებზე. ეს იწვევს ჩაის დიზაინის უფრო ფართო ცვლილებას, აგრეთვე განსხვავებული ჩაის ჭურჭლის გამოყენებას და ა.შ.  

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ აზიის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაის დალევის განსხვავებული სახის რიტუალს აგრეთვე შევხვდებით მსოფლიოს სხვა ლოკაციებზეც. გაერთიანებულ სამეფოში, განსაკუთრებით ვიქტორიანულ ეპოქაში გავრცელებული ჩაის ცერემონიის რიტუალი ერთგვარ სოციალურ მოვლენად იყო გასაღებული, სადაც ცერემონიის წესების დაცვა შესაბამისი მანერებითა და აღჭურვილობით ხდებოდა, მისი მნიშვნელობვა კი თითქმის იმდენადვე მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც თავად სასმელის დაგემოვნება.[8][9] ვიქტორიანული ჩაის ცერემონიის კულტურაზე გავლენა იქონია ინდური ჩაის კულტურამ.

აშშ-ში არსებულ ჩაის კულტურას რაც შეეხება, ის სათავეს ჯერ კიდევ ჰოლანდიური კოლონიზაციიდან იღებს სათავეს.[10] კოლონიებში ჩაის მიირთმევდნენ ვერცხლის ჭურჭლით, დახვეწილი ფაიფურის ჭიქებითა და დახვეწილი ჩაის სადგომებით.[11] ბოლო წლებში, აშშ-ში კვლავ აღდგა ინტერესი კარგი ჩაის მიმართ, რაც ძირითადად 1971 წელს ჩინეთის მიერ აკრძალული ექსპორტის მოხსნითაა განპირობებული. 1920-იანი წლებიდან 1971 წლამდე  ამერიკელებს არ შეეძლოთ ჩაის მრავალი ჩინური სახეობის მიღება, სანაცვლოდ ამერიკაში ინდურმა ჩაიმ შეაღწია.[12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of the Japanese Tea Ceremony (July 25, 2010).
  2. history of tea ceremony. www.teaceremonykyoto.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-26.
  3. Varley, Paul; Kumakura, Isao (1989) Tea in Japan: Essays on the History of Chanoyu. University of Hawaii Press, გვ. 4. ISBN 0-8248-1218-2. „artificiality.“ 
  4. Matcha Tea Health Benefits. Redi Organic Matcha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-16. ციტირების თარიღი: 2017-01-15
  5. Chado, the Way of Tea. Urasenke Foundation of Seattle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2012-07-13
  6. Taro Gold (2004). Living Wabi Sabi: The True Beauty of Your Life. Kansas City, MO: Andrews McMeel Publishing, გვ. 19−21. ISBN 0-7407-3960-3. 
  7. Young, The Art of the Japanese Garden, pg. 118-119.
  8. Milton, Joanna "A Nice Cuppa: The English Tea Ritual" in Dick Riley et al. [Eds] The Bedside, Bathtub & Armchair Companion to Agatha Christie [Second Edition] (Continuum International Publishing Group, 2001) pp.18-21
  9. Orser, Charles E. [ed.] "Tea/Tea Ceremony" in Encyclopedia of Historical Archaeology (Routledge, 2002) p.604
  10. about american tea culture (September 30, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 3, 2013. ციტირების თარიღი: November 10, 2022
  11. Griffiths, John (2011). Tea: a history of the drink that changed the world. London: Carlton Publishing Group. 
  12. American Tea Ceremony - American Tea Masters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-20. ციტირების თარიღი: 2022-12-01.